საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური გვერდი
Official page of the Georgian Baseball and Softball Federation

საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდული ნაკრები იტალიის ქალაქ კოლეჩიოში მიემგზავრება, სადაც 12-15 აგვისტოს, "მასიმო რომეოს სა...
23/07/2026

საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდული ნაკრები იტალიის ქალაქ კოლეჩიოში მიემგზავრება, სადაც 12-15 აგვისტოს, "მასიმო რომეოს სახელობის თასის" გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისის კლუბებში მოთამაშე გოგონებისა და ვაჟებისაგან დაკომპლექტებული ნაკრები ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილ 17 გუნთადთან ერთად ისაპარეზებს.

სატურნირო ცხრილის მიხედვით, ქვეჯგუფში, ჩვენი ნაკრები იტალიის, ჩეხეთის, უკრაინისა და ხორვატიის გუნდებთან განაწილდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა "მასიმო რომეოს სახელობის თასის" გათამაშებაში შარშანაც მიიღეს მონაწილეობა.

ქართველი სოფტბოლელები, საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაემგზავრებიან.

სატურნირო ცხრილი იხ. კომენტარებში

Happy 250th Birthday America! 🇺🇸🇬🇪
04/07/2026

Happy 250th Birthday America! 🇺🇸🇬🇪

03/07/2026

⚾️22-27 ივნისს, ჩეხეთში ბავშვთა ლიგის ევროპის რეგიონალური ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების ასპარეზობის ამსახველი მოკლე ვიდეორგოლი.😍✊

27/06/2026
📸საქართველო- შვეიცარია📸საქართველო-გერმანია⚾️სამწუხაროდ საქართველოს გუნდი, გერმანიის გუნდთან ერთად გამოეთიშა ჩემპიონატს დ...
27/06/2026

📸საქართველო- შვეიცარია
📸საქართველო-გერმანია
⚾️სამწუხაროდ საქართველოს გუნდი, გერმანიის გუნდთან ერთად გამოეთიშა ჩემპიონატს და ვერ გავიდა ფინალურ ეტაპზე.
დღეს ფინალში შეხვდებიან იტალიის და ნიდერლანდების გუნდები.
#ბეისბოლი

23/06/2026

ხვალ, 23 ივნისს თბილისის დროით 15:30 სთ-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გამართავს პირველ შეხვედრას იტალისს ნაკრების წინააღმდეგ.
შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე 👇🏻

22/06/2026

გულშემატკივართა საყურადღებოდ 📣📣

ბეისბოლში, ჩეხეთში მიმდინარე ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე ველოდებით სატურნირო ცხრილის შედგანას, რის შემდეგაც გაირკვევა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მატჩების გრაფიკი.
ფედერაციის გვერდზე, ეტაპობრივად გამოქვეყნდება ტრანსლაციის "სტრიმის" შესახებ ინფორმაციები.

წარმატებები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს
⚾️❤️

⚾️22-27 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ხოცენში გაიმართება ბავშვთა ლიგის ევროპის რეგიონალური ჩემპიონატი ბეისბოლში, რომ...
18/06/2026

⚾️22-27 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ხოცენში გაიმართება ბავშვთა ლიგის ევროპის რეგიონალური ჩემპიონატი ბეისბოლში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები Junior League დივიზიაში (12-14 წლის ასაკობრივი კატეგორია, ბიჭები და გოგონები).
ბავშვთა ლიგა, იგივე Little League — ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ბავშვთა ბეისბოლისა და სოფტბოლის ორგანიზაცია, რომელიც 1939 წელს შეიქმნა აშშ-ში. 🇺🇸
🌍დღეს Little League-ში მილიონობით ბავშვი თამაშობს მსოფლიოს 80+ ქვეყანაში, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
🏆ლიგის განსაკუთრებულობაა მისი საერთაშორისო ტურნირების სისტემა — ადგილობრივი ლიგებიდან გუნდები გადიან რეგიონალურ ეტაპებზე და საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატებამდე აშშ-ში, რომელსაც საქართველომ უკვე ორჯერ მიაღწია, კერძოდ 2005 და 2007 წლებში!

🇬🇪საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:
ალექსანდრე დეკანოზიშვილი (კლუბი “მგლები”)
შოთა მახარაშვილი (კლუბი “მგლები”)
ნინო ელბაქიძე (კლუბი “მგლები”)
ლოზი მვავაშე (კლუბი “მგლები”)
ბარბარე ჩუბინიძე (კლუბი “მგლები”)
ელენე მაჭავარიანი (კლუბი “ბეისბოლის აკადემია”)
ნატალია მაჭავარიანი (კლუბი “ბეისბოლის აკადემია”)
თომა ბახტაძე (კლუბი “ბეისბოლის აკადემია”)
ანდრია ღონღაძე (კლუბი “თბილისის ზღვა”)
ნიკოლოზ ინასარიძე (კლუბი “თბილისის ზღვა”)
დავით ელიზბარაშვილი (კლუბი “თბილისის ზღვა”)
გაბრიელ სიმონიშვილი (კლუბი “თბილისის ზღვა”)

მწვრთნელები:
ქეთევან ნიკოლეიშვილი
დავით ამედოვი

მენეჯერი: ანანო ცქიტიშვილი

#ბეისბოლი #ჩემპიონატი #ნაკრები

სოფტბოლში, გია ქემოკლიძის სახელობის მემორიალური ტურნირი ჩატარდა 30 მაისს, ვაზისუბნის სპორტულ კომპლექსში.სიმბოლურ მატჩში ...
01/06/2026

სოფტბოლში, გია ქემოკლიძის სახელობის მემორიალური ტურნირი ჩატარდა 30 მაისს, ვაზისუბნის სპორტულ კომპლექსში.
სიმბოლურ მატჩში ერთმანეთს კლუბების- "ანგელოზების" ,და "ივერიას" და “თბილისის ზღვის” ვეტერანი სიფტბოლისტები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა.
აღსანიშნავია, რომ სოფტბოლი, საქართველოში გია ქემოკლიძის მესვეურობით 1990 წელს შემოვიდა და ამ პერიოდში ჩამოყალიბდა პირველი კლუბები: "ივერია" და "ანგელოზები".
ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ვახტანგ ნორაკიძის განცხადებით, ყოველწლიური ტურნირის დაწესებით, სურდათ, პატივი მიეგოთ გია ქემოკლიძის ხსოვნისთვის და აღენიშნათ ის ღვაწლი, რაც მას სპორტის ამ სახეობის განვითარებაში მიუძღვის. მისი თქმით, მომდევნო წლებში ტურნირი უფრო მასშტაბურ სახეს შეიძენს.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია:

Shortcuts

Share

Category