Slackline Georgia

Slackline Georgia -Georgian Slackline Federation-
-საქართველოს სლექლაინის ფედერაცია-

სლექლაინი არის ვარჯიში წონასწორობაში, კონცენტრირებაში , ბალანსირება ბრტყელ „ნაჭერზე“ , როგორც წესი გამოიყენება ნეილონის ან პოლიესტერის ქსოვილი, რომელიც გაჭიმულია ორ სტატიურ ობიექტს შორის (ხე, ბოძი, კლდეში დარტყმული “შლამბური).
სლექლაინი, კარგად დაჭიმული ბაგირისგან (ნანახი გექნებათ ცირკში) იმით განხსვავდება რომ, „სლექს“ აქვს გარკვეული ელასტიურობა, რის შედეგადაც წონოსწორობის დაცვა გაცილებით რთულდება

, რადგან მარტივად რომ ვთქვათ „სლექი“ ფეხებს ქვემოდან გაგირბის. ეს ელასტიურობა ასევე ხელს უწყობს მასზე სხვადასხვა ილეთების გაკეტებას, რადგან ბიძგის გაკეთებისას ბატუტის ეფექტს გრძნობთ, რაც საშუალებას გაძლევთ ახტეთ, დატრიალდეთ, ან თუნდაც სალტო გააკეთოთ...

სლექლაინი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში, იგი მარტივად და სწრაფად „იჭიმება“ რაც ხელს უწყოფს მის გამოყენებას თითქმის ნებისმიერ ადგილას, პარკი იქნება ეს თუ ზღვისპირას პალმები...
„სლექის“ როგორც სპორტის სახეობის განვითარებასთან ერთად გამოიკვეთა რამოდენიმე მიმდინარეობა:
Urbanlining - ქუჩაში, პარკებსა თუ სკვერებში (ქალაქში) გაჭიმულ სლექზე სიარული
Tricklining - სლექზე ილეთების კეთება, ხტომები, სალტოები, ჩაჯდომები
Waterlining - წყლის ზედაპირზე გაჭიმულ, სლექზე ვარჯიში, მისი პლიუსი უდავოა, სლექიდან გადმოვარდნისას როგორც წესი საერთოდ უვნებელი რჩები
Highlining - ყველაზე ექსტრემალური და ადრენალინით სავსე მიმდინარეობა, რადგან სლექლაინი სიმაღლეზე იჭიმება. ფეხის დაცდენის შემთხვევაში, „სლექერი“ ანუ სლექლაინზე მოსიარულე, დაცვის ამარა რჩება. დაცვა მოიცავს დაცვის ქამარს, თოკს და სპეციალურ ალპინისტურ რგოლს, რომელიც თვით სლექლაინზე მოგყვება სიარულისას. ასევე მსოფლიოში არიან სლექერები, რომლებიც თავბრუდამხვევ სიმაღლეებზე დაცვის გარეშეც დადიან, რაც ერთი ორად ზრდის შეგრძნებებს სიარულისას, რადგან უკვე სიკვდილს ეთამაშები. Slackline Yoga - საინტერესო და საკმაოდ რთული მიმდინარეობა, სლექზე ხდება იოგას ვარჯიში, სხვადასხვა „ასანების“ კეთება, რაც წონასწორობის დაცვასთან ერთად რთული შესასრულებელია. Freestyle slacklining - ამ მიმდინარეობაში, სლექლაინი ორ წერტილში კი არის დაფიქსირებული მაგრამ, მისი მოჭიმვა არ ხდება (მხოლოდ ოდნავ, შუაგულში მიწას რომ არ დაედოს სიარულისას), იგი ძალიან მოშვებულია, სიარულისას წონასწორობის შენარჩუნება უაღრესად რთულდება.

📢 გამოგვყევით instagram-ზეც ✨
04/05/2020

📢 გამოგვყევით instagram-ზეც ✨

🔥ზაფხულის ჰარმონია.წარმოუდგენლად ლამაზი ნაქერალას უღელტეხილი და ჩვენი ყველაზე პოპულარული ჰაილაინის ლოკაცია 9 ჯვარზე.🌲🌲
26/12/2019

🔥ზაფხულის ჰარმონია.
წარმოუდგენლად ლამაზი ნაქერალას უღელტეხილი და ჩვენი ყველაზე პოპულარული ჰაილაინის ლოკაცია 9 ჯვარზე.
🌲🌲

„That's one small step for man, one giant leap for mankind.“თქვა ნილ არმსტრონგმა და ჩვენს ჰაილაინთან ახლო გამოქვაბულში ნ...
05/11/2019

„That's one small step for man, one giant leap for mankind.“
თქვა ნილ არმსტრონგმა და ჩვენს ჰაილაინთან ახლო გამოქვაბულში ნაკვალევი დატოვა. 🐾

მტკვრის ერთი ნაპირის მეორესთან სლექლაინით დაკავშრების შემდეგ, ივლისის იმ ცხელ დღეს, ბანაობაც არ იქნებოდა ურიგო, თუმცა წყ...
05/11/2019

მტკვრის ერთი ნაპირის მეორესთან სლექლაინით დაკავშრების შემდეგ, ივლისის იმ ცხელ დღეს, ბანაობაც არ იქნებოდა ურიგო, თუმცა წყლის ფერით თუ ვისმჯელებთ, ნამდვილად არ ღირს ...

შარშან 2018 წლის მაისში, გავეშურეთ სომხეთში, მათ მეორე სლექლაინ ფესტივალზე. 2 დღიან შეკრებაზე დაგვხვდა ბევრი გემრიელობა:...
06/07/2019

შარშან 2018 წლის მაისში, გავეშურეთ სომხეთში, მათ მეორე სლექლაინ ფესტივალზე. 2 დღიან შეკრებაზე დაგვხვდა ბევრი გემრიელობა: ჰაილაინები, კლდეზე ცოცვა, კლდიდან თოკით ხტომა (rope jumping), იოგა და ცეცხლოვანი შოუ.

შარშან აგვისტოში 9 ჯვარზე ერთდროულად 3 ჰაილაინი გავჭიმეთ, მათგან 105 მეტრიანი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდგა, ნისლში კი მის...
06/07/2019

შარშან აგვისტოში 9 ჯვარზე ერთდროულად 3 ჰაილაინი გავჭიმეთ, მათგან 105 მეტრიანი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდგა, ნისლში კი მისტიური 👻

shadowplay
06/07/2019

shadowplay

ჰაილაინები 9 ჯვარზე (2018 წ.)
06/07/2019

ჰაილაინები 9 ჯვარზე (2018 წ.)

ორიოდე კვირის წინ ჩვენთვის ძალზედ სასიხარულო სტუმრები გვეწვიენ, შვეიცარიელი სემ ვოლერი და ფრანგი ლუიზ ლენობლი. სემი წარმ...
10/08/2018

ორიოდე კვირის წინ ჩვენთვის ძალზედ სასიხარულო სტუმრები გვეწვიენ, შვეიცარიელი სემ ვოლერი და ფრანგი ლუიზ ლენობლი. სემი წარმოუდგენლად გრძელ ჰაილაინებზე დადის (1400 მეტრი), იგონებს ახალ დინამიურ ტრიუკებს, ტესტავს და უშვებს ინოვაციურ აღჭურვილობას, მოკლედ მსოფლიოს ერთერთი წამყვანი სლექლაინერია. ლუიზი კი უშიშარი გულით, თავბრუდამხვევი ტრიუკებით და პოზიტიური განწყობით გულგრილს არ დაგტოვებს, იგი ერთერთი საუკეთესო გოგო ჰაილაინერია. ვიდეო რომელიც თანდართულია აქ, სწორედ ჩვენთან სტუმრობისას გადავიღეთ, 9 ჯვარზე, ნაქერალას უღელტეხილზე...

Samuel Volery Louise Lenoble Michael Wunderli Levan Tsivadze Irakli Sikharulidze Anna Dilbarian Lekso Tabidze

20/10/2017
9 ჯვარზე ჩვენი მორიგი შეკრება მეტად ქარიანი, შრომატევადი და ხალისიანი გამოდგა. პირველი დღის ქარის მიუხედავად მომდევნო დღ...
20/10/2017

9 ჯვარზე ჩვენი მორიგი შეკრება მეტად ქარიანი, შრომატევადი და ხალისიანი გამოდგა. პირველი დღის ქარის მიუხედავად მომდევნო დღეები მზიანი და თბილი აღმოჩნდა, რამაც გაგვიმარტივა ახალი 47 მეტრიანი ჰაილაინის გაჭიმვა. ასევე ჩავატარეთ სამაშველო ტრეინინგი (შუა ჰაილაინზე გულწასული ადამიანის გამოსაყვანად, რაც 7 წუთში მოხერხდა).
Our latest project at Cxrajvari. Highlines have never been so pleasant and enjoyable so far. Despite the crazy wind and struggling rigging experience, we did what we went for. Two highlines with crazy exposure. What else could make us feel miserable and at the same time so strong and alive?!

Address

არმაზი
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Slackline Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share