01/06/2026
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!🚸🏐🤍💙
"Tbilisi Volley Stars-ის" აკადემიამ ამ დღის აღსანიშნავად გამართა ფრენბურთის ფესტივალი, რომელიც მიმდინარეობდა ქ. თბილისის N118-ე საჯარო სკოლაში. ღონისძიებამ უმასპინძლა მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებს. მას ესწრებოდა 358 მოსწავლე, რომელთაც აკადემიის მწვრთნელებმა შეასწავლეს ფრენბურთის ზოგადი წესები და ესაუბრნენ სპორტის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში.✊🏽🏐 ბავშვები ასევე მონაწილეობნენ "TVS-ის" მიერ დაგეგმილ სხვა და სხვა აქტივობაში ფრენბურთის ელემენტების უკეთ შესასწავლად. დღის ბოლოს, ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს სამახსოვროდ გადაეცათ კლუბის ლოგოთი ბრენდირებული სტიკერები და სერთიფიკატები აქტიური მონაწილეობისთვის.✊🏽🏐💙🤍
ღონისძიების დასასრულს, კლუბმა სკოლის დირექტორს, მადლობის ნიშნად, სამადლობელი სიგელი გადასცა.🤍💙🌟
გუნდის სახელით მადლობას ვუხდით ქ. თბილისის N118-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ქ-ნ გიული შენგელიას, "Tbilisi Volley Stars-ის" აკადემიისა და ფრენბურთის კლუბ "სოხუმის" მხარდაჭერისა და გვერდით დგომისთვის.🤍