27/02/2026
არ ვიცი რატომ… მაგრამ როცა ეს პატარა ბავშვები ცეკვავენ, ყოველთვის ყელში ბურთი მეჩხირება.
შეიძლება იმიტომ, რომ მათში საკუთარ თავს ვხედავ. იმ პატარა ბავშვს, რომელსაც უნდოდა სცენა… მუსიკა… ტაში…და უბრალოდ ბედნიერება.
ისინი რომ დარბაზში შემოდიან, ჯერ სიცილით დარბიან, თამაშობენ…მერე მუსიკა იწყება. და უცებ იცვლებიან.
პატარა ნაბიჯები. პატარა ხელები. დიდი გული.
შეიძლება ჯერ სრულყოფილად არ გამოსდით. შეიძლება რიტმში შეცდნენ. მაგრამ იცით რა არის ყველაზე ძვირფასი?
ისინი მთელი გულით ცეკვავენ. არავის მოსაწონად. არაფრის დასამტკიცებლად. უბრალოდ იმიტომ, რომ უყვართ.
და ზუსტად ამ დროს ვფიქრობ — რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, დიდებს.
არ გავუჩეროთ.
არ შევუზღუდოთ.
არ ვუთხრათ “მერე”.
რადგან ბავშვობა ძალიან მალე გადის…და ის ოცნებები, რომლებიც ახლა მათ თვალებში ანათებს, შეიძლება ხვალ უკვე გვიანი იყოს.
თუ შენს შვილს უყვარს ცეკვა —მიეცი ეს შანსი. ❤️
🎈ხუდადოვის № 95 ბ.
☎️ 574071747