14/05/2026
🔹 მალხაზ ერქვანიძე - ეთნომუსიკოლოგი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის სპეციალისტი, მედავითნე.
🎓 ბავშვებთან მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება და ღრმა აკადემიური ცოდნა ბატონ მალხაზს განსაკუთრებულ პედაგოგად აქცევს.
მისი კომპლექსური სწავლების მეთოდი ერთდროულად მოიცავს ხმათა შეწყობის პრინციპებს, სამ ხმაში და კილოში აზროვნებას, ქართული ბგერათა წყობაში სწორ ინტონირებას, ავთენტურ საშემსრულებლო მანერასა და იმპროვიზირებას.
საეკლესიო გალობას კი განსაკუთრებული სიფრთხილით, ზეპირი სწავლების ტრადიციული მეთოდით გადასცემს ჩვენს მოსწავლეებს.
#ტრადიციულიხელოვნებისსკოლა