23/12/2015
გთხოვთ ბოლომდე წაიკითხეთ !
ნიკა კაპანაძე(Nikolas Kapanadze) დაიბადა ფლორიდაში Fort Myers-ში 2002 წელს 11 მარტს! ვარჯიში დაიწყო 5 წლის ასაკში,7 წლის ასაკში უკვე თავდამსხმელის ნიჭი გამოაჩინა! ძალიან ბევრი ბურთები გაქონდა! 8 წლის იყო როცა გადმოვედით ნუიორკში,გააგრძელა თამაში კლუბ Hhernomorec-ში(უკრაინელის ჩამოყალიბებული) 8 წლის ასაკში თამაშობდა 10 წლიანებში და ტუნირში გაიმარჯვეს! ნიკამ ჯერ თამაშიდან გაიტანა ულამაზესი გოლი და მერე პენალების სერიაში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა!
11 წლის ასაკში უკვე დიდ მინდორზე თამაშობდა ორ გუნდში U13 და U14 ეხმარებოდა,ამ კლუბში ნიკას ოღონდ ეთააშა და 250 დოლარი თვიური გადასახადიდანაცგანთავიხუფლებული იყო! ნიკა უკვე შევატყვე რომ ამ კლუბისთვის გადაიზარდა და პერსპექტივები ამ კლუბს შეზღუდული ჰქონდა,არჩევანი გაკეთდა კლუბ Met Oval-ზე,მწვრთნელები ინგლისელები იყვნენ! ისე მოხდა რომ 2013 წლის შემოდგომაზე ნიკა სამ გუნში თამაშობდა Met Oval U11,Chernomorec U13 და U14-საც ეხმარებოდა! ამ წელს ნიკამ 50 გოლი გაიტანა! ბევრჯერ ერთ დღეში ორ შეხვედრაში თამაშობდა და ერთხელ ერთ დღეში 7 ბურთი გაიტანა! დილას Met Oval U11-მა 4:4 ითამაშა ოთხივე ბურთი ნიკამ გაიტანა,ბოლო ბურთი შეხვედრის ბოლო წუთზე,გუნდი წაგენას გადაარჩინა))))!და საღამოს Chernomorec U13 -ში 3-1 მოიგეს და სამივე ბურთი ნიკამ გაიტანა! 2014 წლის გაზაფხულიდან უკვე მარტო Met Oval-ში U12 და U 13 ეხმარებოდა! 2014-15 წლის სეზონში Met Oval U12 და U13-ის შემადგენლობაში 35 თამაში 43 ბურთი გაიტანა! 2015-16 წლის სეზონში უკვე U13-ის შემადგენლობაში 10 თამაში 16 ბურთი გაიტანა!)))) (+ერთი ბურთ U14 და 3 ბურთი ტურნირზე გაიტანა! სულ გატანილი აქ 20 ბურთი) 2016 წლის შემოდგომიდან NYCFC-ს აკადემიაში ითამაშებს! სადაც დევიდ ვილლა,ლამპარდი და ანდრეა პირლო თამაშობს! ამ გუნდში აყვანილია! უბრალოდ აკადემია 14 წლიდანაა!
ასევე ნიკა აყვანილია ამერიკის ნაციონალურ ნაკრებში 14 წლადე ასაკობრივ ჯგუფში!
ნიკა არის გამოკვეთილი თავდამსხმელი! კარგად თამაშობს სამივე პოზიციაზე! ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია ყველაზე უფრო მოწონს! ძალიან სწრაფია! კარგად თამაშობს თავით! კარგად ხედავს მინდორს და კარგი პასი აქ!
მინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ფეხბურთის მოყვარულმა გაიცნოს ნიკა საქართველოში! იქნებ მსოფლიოს მომავალი ვარსკვლავი ევლინება ნიკას სახით!