24/02/2023
ფსიქიკური უნარების ტრენინგ პროგრამა!
🔍 რამდენჯერ გინახავთ სპორტსმენი, რომელიც საკუთარი ცუდი შესრულების მიზეზად კონცენტრაციის დაქვეითებას, სხეულის კონტროლის დაკარგვას და დიდი ზეწოლით გამოწვეულ შფოთვას ასახელებს?
🧠 ფსიქიკური უნარების ტრენინგი სისტემური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომაა, რომელიც საჭიროებს მუდმივ, ყოველდღიურ მუშაობას და პრაქტიკას.
⛳️ ფსიქიკური უნარების ტრენინგ პროგრამის მიზანია შესრულების ხარისხის ზრდა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კმაყოფილების მიღწევა, თვით-შეფასების გაუმჯობესება და სპორტული აქტივობით სიამოვნების მიღება. ის მოიცავს მეთოდებს, ტექნიკებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც სპორტსმენის შესრულებას აუმჯობესებენ.
🚩 პროგრამა იყენებს მიზნის დასახვის, წარმოსახვის, რელაქსაციის და შინაგანი დიალოგის (self-talk) ტექნიკებს, რომლებიც მიმართულია ისეთი ფსიქიკური უნარების განვითარებისკენ, როგორებიცაა მოტივაცია, ენერგიის მართვა, ყურადღების კონცენტრაცია, სტრესსა და შფოთვასთან გამკლავება და თავდაჯერებულობა.
🏆 სტატისკისის თანახმად, მაღლი მიღწევების მქონე სპორტსმენები უფრო ხშირად იყენებენ ფსიქიკური უნარების ტრენინგ პროგრამას, ვიდრე საშუალო მიღწევების სპორტსმენები.
🏅 წარმატებული სპორტსმენები ნაკლებად წარმატებული სპორტსმენებისგან განსხვავდებიან იმით, ფსიქიკური უნარები თუ რამდენად განვითარებული აქვთ.
❗️ საუკეთესო შედეგებისთვის აუცილებელია ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად ფსიქიკური უნარების ვარჯიშიც.
🏃♂️ ბილი მილსი არის პირველი ამერიკელი ოქროს მედალოსანი (10000 meter race). მან 1964 წელს, ტოკიოში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი მოიპოვა. ის არის ფსიქიკური უნარების ტრენინგის ეფექტურობის ნათელი მაგალითი, რომელიც ყოველდღიურად იყენებდა პოზიტიურ შინაგან დიალოგს და საკუთარ შესრულებას წარმოსახვაში გადიოდა.
🚩🚩🚩თუ სპორტსმენი ხართ და გსურთ წარმატების მიღწევა ან თუ მწვრთნელი ხართ და გინდათ, რომ სპორტსმენს განვითარებაში და წინსვლაში დაეხმაროთ, მაშინ გაგიხარდებათ იმის გაგება, რომ ფსიქიკური უნარების დასწავლა შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია პრაქტიკა, რათა მოხდეს უნარების ინტეგრირება ყოველდღიურობაში.
#ფსიქოლოგიურიმომზადება
#ფსიქიკურიუნარებისტრენინგი
🤼♀️🤸♀️⛹️♀️🏄♀️