20/12/2025
📌 ამ სეზონში პირველად იქნება გამოყენებული International Ice Hockey Federation (IIHF)-ის ქვედა დივიზიონების ტურნირების ახალი ფორმატი.
შეჯიბრებათა ეს განახლებული სტრუქტურა გამოიყენება ტურნირებისათვის ექვსი გუნდის მონაწილეობით. სამი ღონისძიება - მამაკაცთა IIA დივიზიონი; IV დივიზიონი; ვაჟთა U18-ის IVB დივიზიონი იქნებიან პირველები, სადაც მოხდება ახალი ფორმატის ტესტირება. ამ ტურნირთა ბოლო დღეს, დაქვეითების ან დაწინაურების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდება პირისპირი შეხვედრები.
შეჯიბრებათა ეს ახალი სისტემა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიმუშავა International Ice Hockey Federation (IIHF)-ის სპორტის დეპარტამენტმა. ის მოწოდებულია, შექმნას ჩემპიონატის ატმოსფერო პლეი-ოფის ფორმატის ყველა დონეზე.
ამავდროულად, თითოეული გუნდი იმავე რაოდენობის თამაშს ჩაატარებს, რასაც მანამდეც ატარებდა, ტურნირები კი ძველებურად შვიდი დღის განმავლობაში ჩატარდება: 5 - სათამაშო და ორი - უქმე/დასვენების დღე.
🔸 2026 წლის სატესტო ღონისძიებანი
ახალი ფორმატის მიხედვით, 6 მონაწილე გუნდი ორ ჯგუფად და მათში შემავალ სამ გუნდად დაიყოფა. ეს გუნდები ითამაშებენ წრიული სისტემით, ამასთან, თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი გავა ნახევარ ფინალში, ჯგუფში მესამე ადგილზე გასული გუნდები კი დივიზიონში დარჩენის უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ამ სეზონში ეს ახალი სტუქტურა გამოიცდება სამ ტურნირში. პირველი საცდელი ტურნირი გაიმართება თებერვალში ვაჟთა U18-ის IIIB დივიზიონში სარაევოში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში. A ჯგუფში შევა ისლანდია, ბოსნია და სამხრეთი აფრიკა. B ჯგუფში კი - ტაილანდი, თურქმენეთი და ლუქსემბურგი.
შემდეგ, აპრილში, ახალი წესები იქნება გამოყენებული მამაკაცთა ორ ტურნირში. IIA მამაკაცთა დივიზიონში, რომელიც ჩატარდება 20-26 აპრილს ალ-აინიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. A ჯგუფში შევლენ ხორვატია, ბელგია და ავსტრალია, B ჯგუფში კი - სერბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო.
მამაკაცთა IV დივიზიონში, რომელიც ქუვეითში ჩატარდება 12-18 აპრილს, A ჯგუფში შევა სინგაპური, ინდონეზია და ირანი, B ჯგუფში კი - სომხეთი, ქუვეითი და მალაიზია.
🔸 როგორ მუშაობს?
თითოეული დივიზიონის ექვსი გუნდი იყოფა ორ ჯგუფად მათში შემავალი სამ-სამ გუნდით წრიული სისტემით.
A ჯგუფის სამივე გუნდი ხვდება B ჯგუფში შემავალ ყველა სამ მეტოქეს და პირიქით.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდგომ თითოეული ჯგუფის საუკეთესო გუნდები გადიან პლეი-ოფში.
A1 გუნდი დაუპირისპირდება A2 გუნდს, B1 გუნდი კი ნახევარფინალში შეხვდება B2 გუნდს. გამარჯვებულნი, ზედა დივიზიონში დაწინაურების მიზნით, ფინალურ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დამარცხებულნი კი ითაამაშებენ მესამე ადგილის მოსაპოვებლად.
ჯგუფში მესამე ადგილზე გასული გუნდები, ჯგუფშივე დარჩენისთვის მონაწილეობას მიიღებენ 2 მატჩიან რაუნდში. ამ მატჩებში გუნდები დააგროვებენ ქულებს მოქმედი სამბალიანი სისტემით (სამი ქულა ძირითად დროში გამარჯვებულებს; ორი ქულა ოვერთაიმში/ბულიტებით მატჩში გამარჯვებულებს; ერთი ქულა დამარცხებულებს ოვერთაიმში/ბულიტებით; ნული ქულა ძირითად დროში დამარცხებულებს). გუნდი, რომელიც ორ შეხვედრაში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, დარჩება დივიზიონში, ხოლო ნაკლების ქულების მქონე გუნდი გავარდება.
თუ მეორე თამაშის ძირითადი დროის ამოწურვისას ორივე გუნდი თანაბარი რაოდენობის ქულებს დააგროვებს, ოვერთაიმში და აუცილებლობის შემთხვევაში ბულიტების სერიით გაირკვევა, თუ რომელი გუნდი დატოვებს დივიზიონს.
თუ გუნდები მოიპოვებენ თითო-თითო გამარჯვებას ოვეთაიმში ან ბულიტების სერიაში და ამგვარად, დააგროვებენ ერთნაირი რაოდენობის ქულებს დამატებითი რაუნდების შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად გამოიყენება International Ice Hockey Federation (IIHF)-ის ფორმულა, რომელიც შემუშავებულია მსგავსი შემთხვევებისთვის.
International Ice Hockey Federation (IIHF)-ის სპორტის დეპარტამენტი აგრძელებს მუშაობას შესაბამის კომიტეტებთან მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დივიზიონის შეჯიბრებათა სტრუქტურაში ცვლილებების დასანერგად.
ახალი ფორმატის შესახებ წინადადებები, რომლებიც შეეხება IA და IB დივიზიონში მონაწილე 12 გუნდს, უნდა იქნეს წარმოდგენილი ციურიხში, International Ice Hockey Federation (IIHF)-ის ყოველწლიურ კონგრესზე 2026 წლის მაისში.
2026-2027 წლების პლეი-ოფის ახალი ფორმატი უნდა იქნას გამოყენებული მსოფლიო ჩემპიონატის ყველა კატეგორიის (მამაკაცთა, ქალთა; U20 ვაჟთა; U18 ვაჟთა და გოგონათა) ყველა ტურნირში და ყველა დონეზე უმაღლესი დივიზიონის ქვემოთ.
წყარო 👉 https://cutt.ly/Ptsxwl6X