24/08/2026
‼️კლუბი და კლუბის პრესტიჟი ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას, ატლეტიკო ალვარესს ბარსელონაში არ გაუშვებს და ეს გადაწყვეტილია!
📌- როცა მანჩესტერ სიტის სათადარიგოდან მოდიხარ, ფანების ფავორიტი ხდები, უდიდესი სიყვარულით სარგებლობ და მომავლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ხარ.
📌- როცა შენი თვალით უყურებ თუ როგორი თვალცრემლიანი აცილებს მეტროპოლიტანოზე 70+ ათასი კაცი გრიზმანს.
📌- როცა უყურებ როგორ იხდის ბოდიშს კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ბარსელონაში დაკარგული წლების გამო და ამ ყველაფერს ნანობს.
1 თვის შემდეგ არ უნდა გამოდიოდე და იძახდე, რომ კლუბის დატოვება გინდა და შენი ოცნება ბარსელონაში თამაშია, ეს ყველაფერი კლუბის და ფანების დიდი შეურაცყოფაა და იცი ამ ყველაფერს რაც მოყვება.
მეორე საკითხია ბარსელონას სამარცხვინო ქმედებები ატლეტიკოს ზურგს უკან და მოლაპარაკებები ალვარესთან და მის გარემოცვასთან მალულად, მოსყიდული ჟურნალისტები და არაფრიდან აგორებული უდიდესი დრამა, როდესაც, ჯერ კიდევ მაისში ხილ მარინმა განაცხადა, რომ ატლეტიკო ალვარესის გაყიდვას არ აპირებდა და ის მომავალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უნდა ყოფილიყო.
ფაქტია, ალვარესის გარემოცვამ ალვარესზე ძალიან ცუდად იმოქმედა და გადადგა ის ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მისი კარიერა და მომავალი სრულიად შეცვალოს და დაანგრიოს.
არვიცი, ასეთი ქმედებების შემდეგ, რომელი ნორმალურ კლუბი ისურვებს ალვარესს საკუთარ გუნდში.
ყველაფერი რაც მის თავს ხდება, მხოლოდ და მხოლოდ მისი და მისი “საოცნებო კლუბის” ბრალია!