24/05/2026
🧡🩷 09/10.05.2026 | ქ. თბილისი 🩷🧡
🪄შეჯიბრის ორგანიზატორი: თეო ზივზივაძე
🧡🩷 2017 წლიდან სიყვარულით, შრომითა და დიდი მიზნებით შეიქმნა, რომელმაც წელს კიდევ ერთი დაუვიწყარი ისტორია დაწერა!
ჩვენი კლუბის რიგით მე3ე მასშტაბური და გამორჩეული ტურნირი იყო ორი დღე სავსე ემოციებით, ენერგიით, სილამაზითა და სპორტული სულისკვეთებით.
შეჯიბრი ჩატარდა უმაღლესი სტანდარტებით, თითოეულ დეტალზე განსაკუთრებული ზრუნვითა და იმ ატმოსფეროთი, რომელმაც ეს დღეები მართლაც განსაკუთრებულად აქცია. ✨
🧡🩷ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ტანმოვარჯიშეები. მოხარულები ვიყავით გვემასპინძლა რუსთავისა და ბათუმის კლუბებისთვისაც 👏💪
👩🏻💼 მსაჯთა კოლეგია დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯებით.
👩🏻💼 შეჯიბრის მთავარი მსაჯი გახლდათ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი თამილა ტლაშაძე.
👩🏻💼 ტურნირის წამყვანი მარიამ ზარიძე.
🧡🩷თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სპეციალურად -სთვის შექმნილი ბრენდირებული მედლებით, დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
ასევე, მსაჯებსა და კლუბების წარმომადგენლებს კლუბისგან გადაეცათ სპეციალურად დამზადებული ბრენდირებული მოსაცმელები. 🏆🥇🥈🥉🎁
📍განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თბილისის მერიის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა ორი დღის განმავლობაში გვემასპინძლა ასეთი მასშტაბური და მაღალი დონის ტურნირისთვის.
📍დიდი მადლობა შეჯიბრის მთავარ მსაჯს თამილა ტლაშაძეს ტურნირის პროფესიონალურად წარმართვისა და თავდაუზოგავი მხარდაჭერისთვის.
📍მადლობას ვუხდით ჩვენი ტურნირის წამყვანს მარიამ ზარიძეს გაწეული უდიდესი შრომისთვის.
📍გულითად მადლობას ვუხდით ყველა კლუბს, მწვრთნელსა და მსაჯს, რომლებმაც ჩვენი ტურნირი თავიანთი მონაწილეობით კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადეს.
📍განსაკუთრებული მადლობა Marao/წვეულების გაფორმება თქვენ შექმენით ის გარემო, რომელმაც ნამდვილ ზღაპრულ სივრცედ აქცია! ✨
თქვენი შრომა, გემოვნება და დეტალებზე ზრუნვა ყოველ ჯერზე მოლოდინს აჭარბებს და ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ მუდამ ჩვენს გვერდით ხართ.
📍დიდი მადლობა ჩვენს ფოტოგრაფებსა George Kurashvili-ს, რომლმაც აღბეჭდა ამ ორი დღის ყველაზე ემოციური და დაუვიწყარი კადრები, რათა წლების შემდეგაც ისეთივე ცოცხალი მოგონება დარჩეს, როგორიც დღესაა. 📸🎥
📍განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პროგრამისტს, რომლის უდიდესი შრომისა და პროფესიონალიზმის წყალობით ტექნიკურად უმაღლეს დონეზე ჩატარდა ✨
📍დიდი მადლობა UnderSoundს თქვენს პროფესიონალიზმსა და თავდადებას უდიდესი წვლილი მიუძღვის ტურნირის წარმატებით ჩატარებაში. თქვენ იყავით ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი ამ ორი დღის განმავლობაში. 🧡🩷
📍დიდი მადლობა მხატვრული ტანვარჯიშის ფორმები ხათო • Leotards of rhythmic gymnastics Khato ჩვენი გოგონების გაბრწყინებისთვის და ტურნირის კიდევ უფრო გალამაზებისთვის. ✨
📍განსაკუთრებული მადლობა ნუცას, თეოს შვილს და მის საოცარ მეგობრებს თქვენი ენერგიის, მონდომებისა და სიყვარულის გარეშე ეს დღე ვერ იქნებოდა ასეთი გრანდიოზული და იდეალური! 🧡🩷
📍უდიდესი მადლობა ჩვენი კლუბის მშობლებს გვერდში დგომისთვის, დახმარებისთვის და იმ უდიდესი სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვაგრძნობინებთ.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მამებს! 👏🧡🩷
📍და ბოლოს მადლობა თითოეულ მონაწილესა და მათ მშობლებს.
დააფასეთ თქვენი შვილების შრომა, მათი მწვრთნელების თავდადება და ის დიდი გზა, რომელსაც ყოველდღიურად გადიან წარმატებისთვის.
ბავშვებო, გიყვარდეთ თქვენი სპორტი, თქვენი მწვრთნელები და თქვენი გუნდი. თითოეული გამოსვლა ახალი ნაბიჯია გამარჯვებისკენ! ✨
🧡🩷ბავშვების შესაძლებლობები უსაზღვროა! 🧡🩷
მომავალ შეხვედრამდე!
სიყვარულით RGTZ 🧡🩷
პატივისცემით
თეო 🧡🩷
#საქართველო #თბილისი #სპორტი #ჯანსაღიცხოვრ