19/05/2026
✍️🥋🇬🇪✅🥇 ქართველი მოჭიდავეს დღიურიდან🇬🇪🥋✊ამ ისტორიას უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ...
✍️. _იძახიან გულმძვინვარეაო "ირანის ლომი", ძალით ათი კაცისა მჯობნიაო იგი, არც დანდობა და შებრალება უწყისო მოწინაღამდეგის, თუ ხელთ ჩაიგდოო...
ალბათ, ჩვენ გასაგონად თუ ავრცელებდნენ ასეთ ხმებს ირანელნი...
🏆 მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციამ ირანში დაგეგმა ჩემპიონატის ჩატარება.
ქართველნიც თავაწეულნი ვეწვიეთ ირანს.
დიდებული იყო სპარსეთის დედაქალაქი.
თითქოს აზიურ დარბაისელ გონს ჩაუქსოვია თავისი დიდებულება და ისე გაუშლია ვაკეზე თვალწარმტაცად სპარსთა დედაქალაქი.
რამდენი ქართველის მკლავი და გონება შეეწირა ირანს...
ვინ მოსთვალოს...
🥰💕. მშვენიერ ასულს ავადევნე თვალი, თბილი, თვალებმაყვალა, წარმტაცი გოგო ავიბლანდე თვალში.
იქნებ ქართული სისხლი სჩქეფს მის ძარღვებში და თავად არ უწყის, რამდენი პირმშვენიერი ქალ-ვაჟი დააბიჯებს ისპაჰანს, გურჯთა გენი რომ ბობოქრობს მათ სხულში...
რისთვის ვიტანჯავ თავს ასეთი ფიქრით?
განა მომისმენს ვინმე?
ფინალისკენ ჯიუტად მივიწევდით ქართველნი.
არცერთ მეტოქეს არ დავუდეთ ტოლი და აჰა, ფინალის დღეც დადგა.
🤼 მარცხენა მკლავი ტრავმირებული მქონდა, ტკივილი გაუსაძლისი გახდა, ვერც ექიმთა მცდელობამ გასჭრა, მკლავის ტკივილი წყევლასავით აეკრა სხეულს...
ერთი ფიქრი მქონდა - "ირანის ლომი" ნუ იქნებოდა ჩემი მოწინაღამდეგე.
შიში რას მიქვია?
მაგრამ ფინალში დამარცხება გულს ეკლად ჩასობოდა და მოსვენებას მიკარგავდა.
⚔️ყოველი სპორტსმენი ხომ გლადიატორს ჰგავს, კოლიზეუმის არენაზე ბრძოლად რომ იყო შეწირული.
"სასიკვდილოდ მიმავალი მოგესალმები შენ" - ასე მიმართავდნენ კეისარს .
ჩვენი კეისარი ჩვენი გულშემატკივარია, ჩვენი ერია, მრავალგვემული და უიმედობის მთრგუნავი მარადჟამს, ხოდა მათი სიხარული ჩვენი სიცოცხლეა, მათი მწუხარება - ჩვენი სიკვდილი.
❤️🔥"ფარით ან ფარზე“ - მუდმივი დილემა სპორტსმენის თანამდევია მარადჟამს.
💥 "ირანის ლომთან“ მიწევდა შერკინება.
⌛️ბოლო ბრძოლა იყო, გამარჯვებული ეუფლებოდა მსოფლიო თასს. 🏆
🙌 ტატამზე ავედი, თვალი გავუსწორე მოწინაღამდეგეს.
კიმონოს იცვამდა ირანელი.
კლდეში ნაკვეთ ტიტანსა ჰგავდა მისი სხეული.
ზედ არ მიყურებდა "ლომი“.
ბრაზი მომერია "ტატამს ბეჭებით დაგაკრავ ირანელო!“ - ბოღმას ვანთხევდი თავად. ...
🔥რკენა ( ჭიდაობა) დაიწყო.
ძალუმად მომქაჩა მარცხენა ნატკენ მკლავზე ფალავანმა, ტკივილის ყრუ ხმა აღმომხდა და თითქოს ხელი შემიშვა, ილეთის ჩატარებასაც უგერგილოდა ცდილობდა ირანელი....
დრო ვიხელთე, ქართული გარეკაურით თეძოზე შემოვიგდე "ლომი“ და ტატამზე ბეჭებით "გავაკარი“.
🔹"იპონ“, შესძახა რეფერმა, ზეზე წამოვიჭერი, ტატამს შემოვურბინე გახარებულმა, მოწინაღამდეგეს მივუახლოვდი, ღიმილიანი მაგრამ ნაღვლიანი თვალებით მიმზერდა ირანელი.
უზარმაზარი მკლავი მომხვია და "მარტყოფელი ვარ, ბიჭო, ფერეიდნიდან, გამარჯვებას გილოცავ თანამიწიერო!" - ქართულად მითხა "ირანის ლომმა“.
🩵გავშრი, "ქართველი ხარ?“ - ვკითხე გაოგნებულმა.
"ხო, ძმაო, ხო..." - ამოიგმინა დევკაცმა.
👑უცბათ დაიხარა, ლომისა დარი მკლავი მუხლებზე მომხვია, ზე ამიტაცა, ტრიბუნისკენ შებრუნდა და მჭექარე ხმით შესძახა "დიდება ქართველთა!"
🙏ტრიბუნაზე ერთი ჯგუფი წამოდგა ფეხზე და "ამინ, დიდება!" - გრიალით მოედო დარბაზს.
დინჯად დამსვა "ირანის ლომმა“ - "ონიკაშვილი ვარ გვარად" - მხოლოდ ეს სთქვა, შებრუნდა და თავისი გუნდისკენ წავიდა.
💔მხრები უცახცახებდა გოლიათს.
ჩვენებთან მივედი - "ბიჭებო, ის ქართველია, ონიკაშვილია გვარად, ფერეიდნელია." - სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი.
ირანელებისკენ გავიხედე.
გოლიათის გვერდით კიდევ ორი კაცი იდგა, ღიმილით შემოგვცქეროდნენ ქართველებს...
🏷️წერილი მოიტანა ვიღაც გოგომ - "იმ ბატონისთვისააო“ მიმართა მწვრთნელს და თითით ჩემზე ანიშნა.
"აქ, თეირანში, ქართული სკოლა გვაქვს, ჩვენცა გვყავს ჩვენი "იაკობ გოგებაშვილი“, დედა ენის დავიწყების უფლებას რომ არ გვაძლევს ფერეიდნელ ქართველებს.
აქ ჩვენ ერთი დიადი ნატვრა გვაერთიანებდა, რომ გურჯობა შეგვენარჩუნებინა და რწმენა, ცისარტყელის ქვეშ ვინც გაძვრებოდა, სამშობლოში დაბრუნება ელოდა უცილოდ.
ეს ღვთის ნების ტოლფასი იყო ჩვენთვის.
დამარცხებისთვის ჯერ არ მიამაყია დღემდე და ბედნიერი ვარ თქვენი გამარჯვებით, თუ დღეს გურჯესტანი მსოფლიო თასის მფლობელია, ჩვენც ხომ გურჯები ვართ."
👑მედალი მოვიხსენი კისრიდან - "ონიკაშვილო, გამომართვი ეს მედალი, შენს შვილებს წაუღე, ამაზე ძვირფასი არა გამაჩნია რა!“ - მივმართე "ირანის ლომს“.
❤️🔥"ქართველი ქართველით არის და საქართველო ქართველებისთვის, მკლავი მოსტყდეს ქართველზე გამარჯვებულ ქართველს, თუ მისი გამარჯვება საქართველოსთვის არ არის.“ - მიპასუხა ონიკაშვილმა.
✴️✅ მემატიანე:
/გიორგი აღნიაშვილი/