ეთნო-სპორტის ასოციაცია

ეთნო-სპორტის ასოციაცია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ეთნო-სპორტის ასოციაცია, Sport & recreation, ჯუღელი 1, Tbilisi.

საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაცია, რომელიც შეისწავლის, აღადგენს და აცოცხლებს ისტორიულ სპორტულ სახეობებს, აწყობს შეჯიბრებებს, საჩვენებელ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს.

24/08/2026

ეთნო სპორტის ასოციაციის გუნდი ირლანდიაში TAFISA -ს საერთაშორისო ფესტივალზე.

ლიმერიკში გამართულ საერთაშორისო სპორტულ ფესტივალზე საქართველოს ტრადიციული სპორტული თამაშებით და ქართული საბრძოლო ხელოვნე...
13/08/2026

ლიმერიკში გამართულ საერთაშორისო სპორტულ ფესტივალზე საქართველოს ტრადიციული სპორტული თამაშებით და ქართული საბრძოლო ხელოვნებით წარსდგა ჩვენი ჯგუფი 🇬🇪

ირლანდიაში, ქალაქ ლიმერიკში TAFISA-ს ევროპული ტრადიციული სპორტისა და თამაშების საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნ...
08/08/2026

ირლანდიაში, ქალაქ ლიმერიკში TAFISA-ს ევროპული ტრადიციული სპორტისა და თამაშების საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. 🎉🙌

20 მონაწილე ქვეყანასთან ერთად, 7-დან 10 აგვისტოს ჩათვლით, ფესტივალზე საქართველო ქართული ტრადიციული თამაშებით წარდგება. 🇬🇪🥳
Limerick Sports Partnership
TAFISA
საქართველოს სპორტის სამინისტრო
საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ / Sport For All
ეთნო-სპორტის ასოციაცია
📷 Giorgi Grdzelishvili

შევხვდებით ფოთში 🏹🎯⚔️🇬🇪
28/07/2026

შევხვდებით ფოთში 🏹🎯⚔️🇬🇪

📣 1–2 აგვისტოს გელოდებით ქ. ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე!

გეპატიჟებით ორდღიან სანახაობრივ ღონისძიებაზე, სადაც ერთმანეთს სპორტი, ქართული ტრადიციები და საცხენოსნო კულტურა შეხვდება.

📅 1 აგვისტო | 🕓 დასაწყისი – 16:00 საათზე
🇬🇪 გაიმართება ქართული ტრადიციული თამაშების შეჯიბრებები, რის შემდეგაც ჩატარდება ორი კონკური.

📅 2 აგვისტო | 🕓 დასაწყისი – 16:00 საათზე
🏇 გაიმართება ცხენთა გამოცდის ღონისძიება, რომლის ფარგლებში ჩატარდება:

* დოღი ნახევრად და წმინდა სისხლიანი ცხენებისთვის – 1200 მ;
* დოღი 2-წლიანი წმინდა სისხლიანი ცხენებისთვის – 1200 მ;
* დოღი 3-წლიანი წმინდა სისხლიანი ცხენებისთვის – 1400 მ;
* დოღი უფროსი ასაკის წმინდა სისხლიანი ცხენებისთვის – 1600 მ;
* ორი კონკური.

გელოდებათ საინტერესო სანახაობა, სპორტული შეჯიბრებები, ქართული ტრადიციები და დაუვიწყარი ატმოსფერო მალთაყვის სანაპიროზე.

📍 - ქ. ფოთი, მალთაყვის სანაპირო
🗓 - 1–2 აგვისტო
🕓 დასაწყისი - 16:00 საათი

ღონისძიება ტარდება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მერიის მხარდაჭერით🇬🇪🏇

08/07/2026

ჯილდაობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული სპორტის ხალხური სახეობა იყო.
აბაშაში ეთნოსპორტის ფესტივალის ფარგლებში ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშეჯიბრო თამაში იყო. 🇬🇪🥳

06/07/2026

ეთნოსპორტის ბანაკი Liverpool Bazaleti - ზე

ბათუმის ღია პირველობა სამოყვარულო კრიობაში
05/07/2026

ბათუმის ღია პირველობა სამოყვარულო კრიობაში

კრიობა ბათუმის ღია პირველობა

02/07/2026

24 ივნისს აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა ეთნოსპორტის ფესტივალს – „აბაშა – 2026“ უმასპინძლა.🥳☺️
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი ქართულ ტრადიციულ თამაშებში.( შუბის სროლა, მშვილდის სროლა, სირსო, ოჩო ფეხები, ჯილდაობა).🏹
გაიმართა დოღი სამ დისტანციაში. 🏇
გუნდური თამაშები, ისინდსა და ცხენბურთში. 🐎
ასევე გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა.🇬🇪

ფესტივალში მონაწილე გუნდები და მხედრები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით. 🎉
ღონისძიება საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაციის, საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაცია ახალი გვერდით გიბრუნდებით.🥳 ყველა სიახლეს გაიგებთ აქ, ...
29/06/2026

საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაცია ახალი გვერდით გიბრუნდებით.🥳
ყველა სიახლეს გაიგებთ აქ, გამოგვყევით და თვალი ადევნეთ სიახლეებს.🙌🥳

გუშინ, აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა ეთნოსპორტის ფესტივალს – „აბაშა – 2026“ უმასპინძლა.🥳
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ტრადიციული თამაშები.🔥
ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.☺️🇬🇪

Address

ჯუღელი 1
Tbilisi
0179

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეთნო-სპორტის ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share