02/08/2026
🕯️ „ლოცვა“
✨ნელი სალაძის საავტორო თეატრალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა.✨
წლების განმავლობაში სიყვარულით, რწმენითა და ერთგულებით შესრულებული ნომერი.
✨ წარმოდგენას მხატვრული შესავლით ამშვენებს ჩვენთვის ძვირფასი ელენე ბილიხოძე, რომელიც ამბობს:
✨„ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო,
ნელი სალაძის აკადემია დიდი სიყვარულით, მადლიერებით, იმედით მოგმართავთ და გიძღვნით ამ ლოცვას.“✨
ეს წარმოდგენა სიყვარულის, მადლიერებისა და ღრმა პატივისცემის ნიშნად ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომელმაც თაობებს რწმენა, სიკეთე და სიყვარული ასწავლა.
როლებში:
✨ წმინდა ნინო -- სალომე ურუშაძე
✨ პატარა და დიდი ანგელოზები -- ნელი სალაძის აკადემიის აღსაზრდელები
აკადემია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ელენე ბილიხოძეს და განსაკუთრებული მადლობა გადამღებ ჯგუფს პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და ამ ემოციურ წარმოდგენაში შეტანილი წვლილისთვის.
,,სიყვარულით, მადლიერებით და იმედით -
ნელი სალაძის აკადემია”.🤍✨