08/03/2026
🎣 Free Style Method Feeder – საქართველოს ჩემპიონატის 🏆 ფინალური ბრძოლა და გადამწყვეტი მე-8 ტური!🇬🇪
📍 საამურის ტბა | 15 მარტი, 2026
დადგა მომენტი, როცა შეცდომის უფლება აღარავის აქვს. Free Style Method Feeder-ის ჩემპიონატის ფინალური ტური გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს და დააკომპლექტებს ეროვნულ ნაკრებს.
ამ დროისთვის ქულების მინიმალური სხვაობაა ლიდერებს შორის, ათეულის ნებისმიერ წევრს აქვს ნაკრებში მოხვედრის შანსი.
ეს ტური იქნება არა მხოლოდ ტექნიკის, არამედ უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის გაძლების გამოცდა.
ყოველი გრამი წყვეტს ბედს, აქ ერთი თევზიც კი შეცვლის რეიტინგს და ქვეყნის საუკეთესო მეთევზეთა სიას.
2025-2026 წლის სეზონის კულმინაცია იწყება – ვინ დაეუფლება ოქროს?
✅ რეგისტრირებულად ჩაითვლება მხოლოდ ის მონაწილე, ვინც ჩარიცხავს მონაწილეობის საფასურს 13 მარტის ჩათვლით (პარასკევი).
მოსაკრებელი უნდა ჩარიცხოს შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ფიდერით სპორტული თევჭერის ეროვნული ფედერაცია
საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ FreeStyle – სახელი და გვარი
📌 ტურნირის ორგანიზატორი:
საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
📅 VIII ტურის განრიგი – 15 მარტი:
🕖 07:00 – შეკრება და კენჭისყრა
🕗 08:00 – ზონებში შესვლა
🕘 09:50 – დაკვების სტარტი
🕙 10:00 – შეჯიბრის დაწყება
🕔 17:00 – შეჯიბრის ფინიში
🕕 17:00–18:00 – აწონვა და შედეგების დათვლა
🏅 18:00 – დაჯილდოვება
👨⚖️ მსაჯი: მამუკა სახიაშვილი, თამუნა მეზურნიშვილი, ლაშა ჯანაშია.
📍 ლოკაცია: საამურის ტბა
💰 მონაწილეობის პირობები:
📥 რეგისტრაციისთვის საჭიროა გადახდა 70 ლარის ოდენობით
🏦 მიმღები: საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
💳 ანგარიში: GE32TB7601436080100003
🏦 საბანკო კოდი: TBCBGE22
📘 Free Style Method Feeder – საქართველოს ჩემპიონატის ძირითადი წესები (2025–2026):
1️⃣ შეჯიბრის ფორმატი
▪️ 8 ერთდღიანი ტური, თითო ტური – 7 საათი
▪️ ინდივიდუალური ჩათვლა
▪️ მონაწილეები კენჭისყრით განაწილდებიან 3 ზონაში
▪️ რეიტინგი ითვლება FIPSed-ის ქულების სისტემით (8 ტურიდან 7 საუკეთესო შედეგი ითვლება)
2️⃣ მონაწილეობა
▪️ საქართველოს ფედერის ფედერაციაში გაწევრიანება (წლიური საწევრო – 150 ლარი)
▪️ თითოეულ ტურში რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მოსაკრებელი – 70 ლარი)
3️⃣ აღჭურვილობა და მონტაჟი
✅ დაშვებულია მხოლოდ ინ-ლაინ მეთოდ ფიდერის მონტაჟი:
Flat Method • Banjo • Pellet Feeder • Hybrid Feeder
❌ აკრძალულია კლასიკური ფიდერის მონტაჟები და საკვებურები
🔧 ფლეტი თავისუფლად უნდა მოძრაობდეს ძირითად ძუაზე (ფიქსირებული და რეზინიანი მონტაჟები → წითელი ბარათი)
📏 დასაშვები საკვებურის ზომა: მაქს. 7x5 სმ | მინ. წონა 15 გრ
🎯 წინასწარი დაკვება მხოლოდ:
– Bait-up Feeder – Wire Cage
– Bait-up Feeder – Plastic Cage
🪝 მხოლოდ ერთი უეკლო ნემსკავი (ნემსკავის წვერსა და კედელს შორის დაშორება ≤7 მმ), რომელიც უნდა იყოს საკვებურის ქვემოთ
📏 სადავის მაქსიმალური სიგრძე – 25 სმ
🎣 დაშვებულია როგორც თმიანი, ისე ნემსკავზე წამოცმული სატყუარა
🪙 დაშვებულია ნებისმიერი ფიდერის ანკესი (მაქს. 4.5 მ)
📵 აკრძალულია სიგნალიზატორების გამოყენება
4️⃣ საკვები, სატყუარა და დანამატები
🌽 დაშვებულია მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის: სიმინდი, ბურღულეული, ბოილები, პელეტსი
🥣 მაქსიმუმ 17 ლ საკვები + 1 ლ თხევადი დანამატი (არაუმეტეს 10 სახეობის)
❌ აკრძალულია ხელოვნური და ცოცხალი სატყუარები
❌ აკრძალულია მოუხარშავი მარცვლეული (უნდა ისრისებოდეს ხელში ან შესაძლებელი უნდა იყოს თითებით მარცვლის დაშლა)
5️⃣ თევზის შენახვა
🕸 შესანახი ბადე – მინ. 3.5 მ
🐟 1.5 კგ-ზე მეტი წონის თევზი უნდა აიწონოს დაჭერისთანავე და დაუყოვნებლივ დაბრუნდეს ტბაში
6️⃣ აკრძალულია (წითელი ბარათი):
🚫 საკვებურის გამოყენება მონტაჟის ბოლოში
🚫 საკვებურზე ელემენტების დამატება, რაც ანელებს ჩაძირვას
🚫 საკვებურის გამოყენება სიმძიმის გარეშე ან მოტივტივე ელემენტით
🚫 თევზის განზრახ წამოგება ამოკვრით
🚫 სიგნალიზატორები, ეკლიანი ნემსკავები, ექოლოტები, დიპერები
🚫 დრონები (გარდა ტექნიკური კომიტეტის ნებართვისა)
🚫 ე.წ. "ბანანა" ნემსკავი
📊 კალენდარი, წესები და რეიტინგები:
🔗 [https://sportfishing.ge/freestyle-championship-2025-2026/](https://sportfishing.ge/freestyle-championship-2025-2026/)