10/11/2022
სალომე ჩვენი იოგას კლუბის წამყვანია 🤸🏼♀️
🧘♀ რატომ არის იოგა სასარგებლო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის აქვე მოგიყვებით
▫ ჰათჰა იოგა ხელს უწყობს სხეულის სწორად განვითარებასა და ჩამოყალიბებას
▫ აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს და მუშაობს მოტორიკაზე
▫ აძლიერებს კუნთოვან სისტემას, სახსრებს სძენს ელასტიურობას
გულს სიხარულს, სულს კი სიმშვიდეს 🧘🫶
სხვადასხვა ასანების (პოზების) კეთებისას ბავშვები აკვირდებიან საკუთარ სხეულს, შეიგრძნობენ და სწავლობენ მის ფლობას
🐕 ასანებს აქვთ ცხოველების, სხვადასხვა ნივთების თუ არსებების სახელები, რაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ ვარჯიში გახდეს სახალისო და საინტერესო
🧘♀ სალომე რომ უფრო უკეთ გაიცნოთ, მის შესახებ ძალიან საინტერესო ამბებს თავად მოგვიყვება: "მოზარდობისას, კითხვაზე "რა უნდა გამოხვიდე?" ჩემი პასუხი იყო "ბავშვი".
სკოლის დამთავრებიდან ძალიან მალე იყო მოძრავი თოჯინების თეატრი, თამაში, თეატრისთვის თოჯინების კეთება, სპეკტაკლის დადგმა და ბავშვების სიხარულის, სევდის, მონატრების და სიყვარულის განცდა
შემდეგ ანთროსოფიამ გამიტაცა და მათი სოციალურად განვითარების კუთხით დავინტერესდი. ვმუშაობდი სპეც. პედაგოგად ვალდორფის თავისუფალ სკოლაში. გავიცანი ისინი უფრო ახლოს და კიდევ უფრო შემიყვარდნენ.
მთელი ამ დროის მანძილზე იოგა ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი იყო. რაღაც მომენტში კი ნათურა გამინათდა და მივხვდი, რომ იოგა ბავშვების საუკეთესო საშუალებაა მათი ფიზიკური და მენტალური განვითარებისთვის. ბოლო რამდენიმე წელია ამ ჯადოსნურ სამყაროში ვარ თავით გადაშვებული.
ვმუშაობ ინდივიდუალურად, ბანაკებში, მყავს ჯგუფები
უბედნიერესი ვარ ბავშვების არსებობით, ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული ვარ მათი ფანტაზიის უნარით, აღმოჩენებით, სიყვარულის ძალით და უნარით, იყვნენ მთელი არსით არსებულ მომენტში" 💚