FC Sportuni2021

FC Sportuni2021 2021 წლის 09 თებერვალს დაფუძნდა ა.(ა.)ი.პ. სა?

ისტორია დაწერილია: სპორტის უნივერსიტეტის ფუტსალი გუნდი საქართველოს ფუტსალის თასის ვიცე-ჩემპიონია, ვერცხლის მედლებამდე სტ...
09/04/2023

ისტორია დაწერილია: სპორტის უნივერსიტეტის ფუტსალი გუნდი საქართველოს ფუტსალის თასის ვიცე-ჩემპიონია, ვერცხლის მედლებამდე სტუდენტებმა მძიმე ბრძოლები გაიარეს

სტუდენტებმა ისტორია უკვე დაწერეს #გამარჯვებასპორტუნი  #ჩემპიონებისწავლობენაქ
09/04/2023

სტუდენტებმა ისტორია უკვე დაწერეს
#გამარჯვებასპორტუნი
#ჩემპიონებისწავლობენაქ

📢 კვირას საქართველოს ფუტსალის თასის ფინალი გაიმართება !!! ⚽️🇬🇪

🗓️09.04.2023 🕰️ 19:30

📍თბილისის ახალი სპორტის სასახლე (უნივერსიტეტის ქუჩა)

🔵 მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა⚪ ჩვენი გუნდიდან გოლები დიტო ყურაშვილმა, ლაშა ჩომახაშვილმა და სანდრო მარიმ გაიტანეს....
07/07/2022

🔵 მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა

⚪ ჩვენი გუნდიდან გოლები დიტო ყურაშვილმა, ლაშა ჩომახაშვილმა და სანდრო მარიმ გაიტანეს.

#რეგიონულილიგა #სპორტუნი2021 #მისტერსპორტი

🔵 ჩვენი გუნდის შემადგენლობა თბილისთან მატჩი⚪ სათადარიგო შემადგენლობა: ყიფშიძე, ჩაკვეტაძე, გოგუაძე, ქუთათელაძე
07/07/2022

🔵 ჩვენი გუნდის შემადგენლობა თბილისთან მატჩი

⚪ სათადარიგო შემადგენლობა: ყიფშიძე, ჩაკვეტაძე, გოგუაძე, ქუთათელაძე

🔵 რეგიონული ლიგის მე-13 ტურის მატჩში თბილისის თბილისს ვუმასპინძლებთ.⚪ 12 ტურის შემდეგ გუნდები სატურნირო ცხრილში მე-4 და ...
06/07/2022

🔵 რეგიონული ლიგის მე-13 ტურის მატჩში თბილისის თბილისს ვუმასპინძლებთ.

⚪ 12 ტურის შემდეგ გუნდები სატურნირო ცხრილში მე-4 და მე-5 პოზიციებზე არიან, სხვაობა კი 3 ქულაა. თბილისს 25 ქულა აქვს, სტუდენტები 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ.

🟡 მატჩი ვაკის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება, დასწრება თავისუფალია.

🏆 რეგიონული ლიგა
⚔️ XIII ტური
🆚 FC Tbilisi
🏟️ ვაკის საფეხბურთო ცენტრი
📅 7 ივლისი
⏰ 11:00
#რეგიონულილიგა #სპორტუნი2021 #მისტერსპორტი

🔵 6 და 7 ივლისს ქართული კლუბები ევროტურნირების პირველ შეხვედრებს გამართავენ.⚪ დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაც...
06/07/2022

🔵 6 და 7 ივლისს ქართული კლუბები ევროტურნირების პირველ შეხვედრებს გამართავენ.

⚪ დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. დინამო თბილისი, დილა გორი და საბურთალო კი კონფერენს ლიგაზე მოსინჯავენ ძალებს.

🟡 სპორტუნი 2021 წარმატებებს უსურვებს ოთხივე ქართულ კლუბს ევროტურნირებზე. ✊

FC Dinamo Batumi FC Dinamo Tbilisi FC Dila Gori FC Saburtalo

🔵 მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა⚪ რეგიონული ლიგის მე-12 ტურის მატჩში აჩაბეთის ლიახვი 2 - 1 დავამარცხეთ. შეხვედრაში ანგ...
30/06/2022

🔵 მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა

⚪ რეგიონული ლიგის მე-12 ტურის მატჩში აჩაბეთის ლიახვი 2 - 1 დავამარცხეთ. შეხვედრაში ანგარიში ყურაშვილმა გახსნა. იობაშვილმა მოხდენილი პასით გოგრიჭიანი მოძებნა, რომლის დარტყმულიც მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას ყურაშვილმა დაასწრო. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით მიილია.

🟡 შეხვედრის 55-ე წუთზე გოგრიჭიანმა ჩომახაშვილის ფლანგური გადაცემა გამოიყენა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, სტუდენტებმა მეტოქე 2 - 1 დაამარცხეს და ამერიდან 3 ქულა წამოიღეს.

#რეგიონულილიგა #სპორტუნი2021 #მისტერსპორტი

🔵 ჩვენი გუნდის შემადგენლობა ლიახვთან მატჩში⚪ სათადარიგო შემადგენლობა: ნადირაძე, კაპანაძე, კახნიაშვილი, გოგუაძე, ქუთათელა...
30/06/2022

🔵 ჩვენი გუნდის შემადგენლობა ლიახვთან მატჩში

⚪ სათადარიგო შემადგენლობა: ნადირაძე, კაპანაძე, კახნიაშვილი, გოგუაძე, ქუთათელაძე

#რეგიონულილიგა #სპორტუნი2021 #მისტერსპორტი

🔵 რეგიონული ლიგის მე-12 ტურში აჩაბეთის ლიახვს გლდანში, ამერზე დავუპირისპირდებით.⚪ გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულაა, ჩვენი გ...
29/06/2022

🔵 რეგიონული ლიგის მე-12 ტურში აჩაბეთის ლიახვს გლდანში, ამერზე დავუპირისპირდებით.

⚪ გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულაა, ჩვენი გუნდი 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს, ლიახვი კი 17 ქულით მე-6 პოზიციაზეა, შესაბამისად, ხვალინდელი მატჩი უშუალო კონკურენტებს შორის იმართება, რაც შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს.

#რეგიონულილიგა #სპორტუნი2021 #მისტერსპორტი

🔵 9 გოლიანი თრილერი სტუდენტების გამარჯვებით დასრულდა⚪ რეგიონული ლიგის მე-11 ტურში სპორტუნი 2021 თენგიზ სულაქველიძის საფე...
23/06/2022

🔵 9 გოლიანი თრილერი სტუდენტების გამარჯვებით დასრულდა

⚪ რეგიონული ლიგის მე-11 ტურში სპორტუნი 2021 თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიას დაუპირისპირდა და 5 - 4 დაამარცხა მოწინააღმდეგე. შეხვედრის პირველი წუთები მძიმედ დავიწყეთ, 32-ე წუთისთვის ანგარიში 0 - 3 იყო. ამის შემდეგ კი მატჩის სადავეები ხელთ მასპინძლებმა იგდეს. სანდრო მარის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს ელიზბარაშვილის გოლი მოჰყვა, ამ მომენტიდან 5 წუთში კაპანაძის კარგი ფლანგური გარღვევა მარიმ დააგვირგვინა, 43-ე წუთზე კი ჩაკვეტაძის გადაცემა კეშელავამ გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა 3 - 3.

🟡 მასპინძლებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, 63-ე წუთზე ყურაშვილმა გოგრიჭიანი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელს კი გატანა აღარ გასჭირვებია. გაშვებული გოლების შემდეგ სტუმრებმა სახიფათოდ შემოგვიტიეს და 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი კაპანაძემ სოლო რეიდი გოლით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 5 - 4 სპორტუნის სასარგებლოდ.

#რეგიონულილიგა #სპორტუნი2021 #მისტერსპორტი

🔵 ჩვენი გუნდის შემადგენლობა თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის წინააღმდეგ⚪ სათადარიგო შემადგენლობა:ყურაშვილი, გასპ...
23/06/2022

🔵 ჩვენი გუნდის შემადგენლობა თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის წინააღმდეგ

⚪ სათადარიგო შემადგენლობა:
ყურაშვილი, გასპაროვი, ქუთათელაძე, იობაშვილი

#რეგიონულილიგა #სპორტუნი2021 #მისტერსპორტი

🔵 რეგიონული ლიგის მე-11 ტურში სტუდენტები თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიას უმასპინძლებენ.⚪ ჩვენს მეტოქეს 10 ტურის...
22/06/2022

🔵 რეგიონული ლიგის მე-11 ტურში სტუდენტები თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიას უმასპინძლებენ.

⚪ ჩვენს მეტოქეს 10 ტურის შემდეგ 1 მოგება, 6 ფრე და 3 წაგება აქვს - შესაბამისად, დაგროვებული 9 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

🟡 მატჩი ვაკის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება, დასწრება კი თავისუფალია.

🏆 რეგიონული ლიგა
⚔️ XI ტური
🆚 თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია
🏟️ ვაკის საფეხბურთო ცენტრი
📅 23 ივნისი
⏰ 12:30

#რეგიონულილიგა #სპორტუნი2021 #მისტერსპორტი

Address

I. Chavchavadze 49
Tbilisi
0162

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when FC Sportuni2021 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to FC Sportuni2021:

Share

Category