11/04/2026
🇬🇪 საქართველო რობოტიკის საერთაშორისო ასპარეზზე: ღირსეული დებიუტი კრეტაზე!
დასრულდა Minoan RobotSports Competition Global Edition (საბერძნეთი, კუნძული კრეტა), სადაც საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი ასეთ მასშტაბურ ფორმატში! 🤖🇬🇷
მიუხედავად იმისა, რომ საპრიზო ადგილი ვერ მოვიპოვეთ, ჩვენი დებიუტი ნამდვილად წარმატებული იყო. ✨🏆
📍 ღირსეული შედეგი:
ჩვენმა გუნდმა 45 ქვეყნის უძლიერეს ნაკრებებს შორის ასპარეზობისას, ღირსეულად მოიპოვა ადგილი საუკეთესო ათეულში! ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი მოსწავლეების ნიჭიერებასა და პოტენციალს.
✨ გამოცდილება და აღიარება:
ამ ოლიმპიამდამ ჩვენს მოსწავლეებს მისცა საშუალება, დაენახათ „დიდი რობოტიკის“ რეალური შესაძლებლობები და გაეზიარებინათ საერთაშორისო გამოცდილება. თითოეული მონაწილის შრომა და მონდომება საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული, რასაც თანდართული სერტიფიკატებიც ადასტურებს.
🙌 მადლიერება მხარდაჭერისთვის:
ამ დიდი გზის დასაწყისში ჩვენს გვერდით იდგნენ და განსაკუთრებული მადლობა მათ:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო — საჩხერის რეგიონის მოსწავლეთა განსაკუთრებული წახალისებისა და მხარდაჭერისთვის;
თბილისის მერია / Tbilisi City Hall — თბილისელი მოსწავლეების მხარდაჭერისთვის;
National Palace • ეროვნული სასახლე — ორგანიზებულობისა და სამზადისის პროცესში დახმარებისთვის;
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Bolnisi Municipality City Council — რეგიონის მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის;
ხონის მუნიციპალიტეტის მერია/ City Hall Of Khoni Municipality — საკუთარი რეგიონის ნიჭიერი მოსწავლეების გვერდით დგომისთვის.
#საქართველო #რობოტიკა #განათლება #სერტიფიკატები