17/06/2026
საფინალო სიტყვების დროც დადგა… 🤍🏀
დაუვიწყარი სეზონი დასრულდა.
ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ერთად შევქმენით ის, რასაც პარკეტზე და მის მიღმა ხედავდით — სიხარული, იმედგაცრუება, გამარჯვების ჟინი, მეგობრობა, ემოციები და მოგონებები, რომლებიც თითოეულ მონაწილეს დიდხანს გაჰყვება.
უპირველესად, მადლობა თითოეულ მოთამაშეს. თქვენ ხართ ამ პროექტის მთავარი გმირები. მადლობა მონდომებისთვის, შრომისთვის, ბრძოლისუნარიანობისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ყოველ მატჩში გვაჩუქეთ.
მადლობა მწვრთნელებს, რომლებიც ყოველდღიურად არა მხოლოდ კალათბურთს, არამედ შრომას, დისციპლინას და ერთმანეთის პატივისცემას ასწავლით მომავალ თაობას.
მადლობა მშობლებსა და გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ტრიბუნებიდან განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდით და თქვენს პატარებს გვერდში ედექით ნებისმიერი შედეგის მიუხედავად .
მადლობა მსაჯებს, რომლებმაც ბოლო სასტვენამდე დიდი შრომა გასწიეს. სპორტი ემოციების გარეშე არ არსებობს თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის ,ბავშვების განვითარება, გამოცდილების მიღება და კალათბურთის სიყვარული იყო.
განსაკუთრებული მადლობა ორგანიზატორებს — Dato Barbakadze და Richard Matiashvili, რომლებიც არა მხოლოდ ჩემპიონატის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული, არამედ მთელი სეზონის განმავლობაში Old School-ის სახელითაც აქტიურად მონაწილეობდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ პროექტის წარმატებაში.
მადლობა Temo Tavamaishvili რომელიც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული პროცესებში და საკუთარი გამოცდილებით ეხმარებოდა პროექტის განვითარებას.
ამ სეზონს კიდევ ერთი განსაკუთრებული ფაქტი ჰქონდა — Tbilisi Kids Cup-ის პარალელურად საქართველოში პირველად ჩატარდა U12 ასაკის All Star ჩემპიონატი და სამქულიანების კონკურსი. ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული საბავშვო კალათბურთის განვითარებისთვის და გვიხარია, რომ ამ ისტორიის ნაწილი გავხდით. ⭐
მადლობა ჩვენს წამყვანს — Sani Zhghenti, რომელმაც All Star-ის ღონისძიებას თავისი ენერგია, ემოცია და განწყობა შემატა.
მადლობა მთელ სტაფს, მოხალისეებს, პარტნიორებს და ყველას, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ამ ჩემპიონატის წარმატებაში.
ჩემპიონატი დასრულდა, მაგრამ ისტორია აქ არ მთავრდება…
ახლა იწყება კულისებს მიღმა მომენტების, საუკეთესო ეპიზოდების, ფოტოების, ვიდეოების და ემოციების გაზიარება. 📸🎥
ამიტომ აუცილებლად გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში, რადგან უახლოეს დღეებში და კვირებში უამრავ კონტენტს გაგიზიარებთ:
📍 Facebook -tbilisi kids cup
📍 Instagram- tbilisi kids cup
📍 YouTube - tbilisi kids cup
📍 TikTok - tbilisi kids cup
📍web- kidscup.ge
მადლობა, რომ შექმენით ეს ისტორია ჩვენთან ერთად.
სიყვარულით🤍
TBILISI KIDS CUP 🏀
Old School Basketball Academy
საკალათბურთო კლუბი ჰიუნდაი·Basketball Club Hyundai
საკალათბურთო კლუბი "ოვერტაიმი" Basketball Club "OverTime"
ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია • Viktor Sanikidze Basketball Academy
რუსთავის საკალათბურთო აკადემია
Steelers საკალათბურთო აკადემია
საკალათბურთო კლუბი "საბურთალო"
Skitabasket-ნიკოლოზ ცქიტიშვილის აკადემია
Tbilisi Basket: 2020