10/09/2026
თუ ფიქრობ, რომ წონის დასაკლებად ნახშირწყალი უნდა ამოიღო, ცხიმი არ უნდა ჭამო ან მხოლოდ ცილაზე უნდა გადახვიდე - ეს პოსტი აუცილებლად წაიკითხე.
ორგანიზმს არ აინტერესებს წონის დაკლება გინდა, შენარჩუნება თუ მომატება. მას ყოველდღიურად სჭირდება სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება.
🥩 ცილა
🥑 ცხიმი
🍚 ნახშირწყალი
🥬 უჯრედისი
ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი ორგანიზმის ენერგიისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მაკრონუტრიენტებია, ხოლო უჯრედისი ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ნაწილია.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
🥩 ცილა - წარმოადგენს ორგანიზმის „სამშენებლო მასალას".
იგი აუცილებელია:
* კუნთების შენებისა და აღდგენისთვის
* ქსოვილების სტრუქტურისა და აღდგენისთვის
* ფერმენტებისა და ჰორმონების წარმოქმნისთვის
* იმუნური სისტემის ნორმალური მუშაობისთვის
* დანაყრებისა და კუნთოვანი მასის შენარჩუნებისთვის.
ცხოველური ცილებია: ქათმის ფილე, ინდაურის ხორცი, საქონლის ხორცი, ზღვის პროდუქტები - თევზი, ტუნა, ორაგული, სკუმბრია; კვერცხი, ხაჭო, მაწონი, იოგურტი, რძე, ყველი...
მცენარეული ცილებია: ოსპი, ლობიო, მუხუდო, სოიო, ქინოა...
ცილის ხანგრძლივმა არასაკმარისმა მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუნთოვანი მასის დაკარგვას და სხვა დეფიციტურ მდგომარეობებს.
🥑 ცხიმი - აუცილებელია:
* უჯრედების სტრუქტურისა და ფუნქციისთვის
* ცხიმოვანი მჟავების მისაღებად
* ცხიმში ხსნადი ვიტამინების - A, D, E და K ათვისებისთვის
* ენერგიისთვის.
უპირატესობა მიანიჭეთ უჯერი ცხიმების წყაროებს: თევზს, თხილეულს, თესლებს, ავოკადოსა და ზეითუნის ზეთს.
🧈 ნაჯერი ცხიმები - ძირითადად ცხიმიან ხორცში, კარაქში, არაჟანში, სოსისებში, ქოქოსისა და პალმის ზეთებში გვხვდება. ზომიერად მათი მიღება დასაშვებია, ჭარბი რაოდენობა კი „ცუდი“ ქოლესტერინის ზრდას უკავშირდება.
⚠️ ტრანსცხიმები - გვხვდება ზოგიერთ მარგარინში, ფასტფუდში, ჩიფსებში, კრეკერებში და მაღალპროცესირებულ საკვებში. ისინი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ.
🍚 ნახშირწყალი - ორგანიზმისთვის ენერგიის მთავარი და უმნიშვნელოვანესი წყაროა.
* უზრუნველყოფს სხეულისა და ტვინის გამართულ მუშაობას,
*აუმჯობესებს კონცენტრაციას
* ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების პროცესებს.
განსაკუთრებით სასარგებლოა რთული ნახშირწყლები, როგორიცაა: ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, ბურღულეული - რომლებიც სხეულს ენერგიას ხანგრძლივად აწვდიან.
ხოლო მარტივი ნახშირწყლები - შაქარი, ტკბილეული, გაზიანი სასმელები - მათი მიღება სასურველია შეიზღუდოს, რადგან ისინი სისხლში შაქრის დონეს მკვეთრად და ხანმოკლედ ზრდიან.
და ბოლოს
🥬 უჯრედისი - იგი ხელს უწყობს:
* ნაწლავების ნორმალურ მუშაობას
* შეკრულობის პრევენციას
* დანაყრების შეგრძნების გაძლიერებას
* სისხლში გლუკოზის უკეთეს კონტროლს
* ზოგიერთი ტიპის ხსნადი ბოჭკოს შემთხვევაში ქოლესტერინის შემცირებას.
უჯრედისის პროდუქტებია: ბოსტნეული - ბროკოლი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, კომბოსტო, ისპანახი და სხვა; ხილი - ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, ქლიავი და სხვა; პარკოსნები - ლობიო, ოსპი, მუხუდო; მთელმარცვლოვანი პროდუქტები, წიწიბურა, ჩიასა და სელის თესლი, თხილეული და სხვა თესლები.
---
❓ახლა მთავარი კითხვა:
წონის დასაკლებად რომელი უნდა შევამციროთ?
რა თქმა უნდა არც ერთი მაკრონუტრიენტი არ უნდა ამოვიღოთ მხოლოდ იმიტომ, რომ წონას ვიკლებთ. ა რ ა ს დ რ ო ს !....
წონის კლება პირველ რიგში დამოკიდებულია ენერგიის დეფიციტზე. ორგანიზმი უნდა ხარჯავდეს უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე საკვებიდან იღებს.
შეიძლება შეიცვალოს ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლების რაოდენობა, მაგრამ მათი სრულად ამოღება არ შეიძლება.
❓რაც შეეხება წონის მომატებას - ამ შემთხვევაში საჭიროა ენერგიის მიღების გაზრდა, თუმცა უმჯობესია ეს ენერგია ხარისხიანი, სრულფასოვანი საკვებიდან მივიღოთ და არა მხოლოდ ტკბილეულიდან, ცომეულიდან თუ ფასტფუდიდან.
---
⚠️ დაიმახსოვრეთ:
ნახშირწყალი არ არის მტერი.
ცხიმი არ არის მტერი.
ცილა არ არის „ჯადოსნური“ პროდუქტი.
უჯრედისი მხოლოდ სალათის ფოთოლი არ არის.
ჯანსაღი კვება არ ნიშნავს აკრძალვებს.
ჯანსაღი კვება ნიშნავს ბალანსს.
ისწავლე საკვების სწორად გამოყენება 🤗✨️
#ცილა #ცხიმი #ნახშირწყალი #უჯრედისი #საკუთართავზეზრუნვა #ჯანსაღიცხოვრებისწესი 🥗💪🥰💜