30/05/2025
ეს სურათი წალკაშია 2022 წელს გადაღებული, როცა წალკის ეძანი - გორდა 0:2 დამთავრდა და ამ მატჩში საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარყმით პირველი გოლი ვახო ბედოშვილმა გაიტანა (სურათში წინა პლანზე), თან მეტოქე გუნდის გულშემატკივრებსაც აღტაცების შეძახილი წამოაძახებინა და ტაშიც მოსწყვიტა. ეს გორდაში, თუ არ ვცდები მისი ბოლოსწინა თამაში იყო, რის შემდეგ, მართალია ცოტათი გაგვანაწყენა და ჩვენს მეტოქე თბილისის თბილისში გადავიდა, თუმცა ვიცოდით რომ მისნაირი ნიჭიერი ფეხბურთელის შენარჩუნება იმთავითვე ძნელი იქნებოდა, მითუმეტეს რომ ინვესტორობის მსურველთა ბევრი ცრუ დაპირებების მოლოდინში, გუნდის ფუნქციონირება ჭირდა. ბიჭებს აუცილებელი პირობები სჭირდებოდათ, რომ სილაღე და თავდადება გაორმაგებულიყო, კარგი შედეგით რომ გაგვეგრძელებინა ჩემპიონატი. 2021 წლის სეზონზე რეგიონულ ლიგაში ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა გორდამ, ვახო ბედოშვილიც თავისი უჩვეულო სათამაშო მანერით და სილაღით უფრო და უფრო შედიოდა საფეხბურთო სამყაროში, სადაც ლამაზი დრიბლინგით და შორეული თუ საშუალო გასროლებით, ჩვენს მცირე, მაგრამ გულიანი გულშემატკივრის გულებსაც იგებდა, თამაშებთან ერთად და ალბათ რომ არა სეზონის ბოლოსკენ მისი ტრავმა, ალბათ იმ წელს გიორგი მიშველიძის Giorgi Mishvelidze გუნდი ლიგასაც შეიცვლიდა. მეორე წელს მაღალ ლიგაში გადასვლის იმედი და ვალერი კილასონია ერთად გაჩნდა გუნდში, თუმცა აქაც ფუჭი დაპირებების ლაბირინთებში გავიხლართეთ. ბევრო ეცადა გიორგიმ და ზაზამ (გია მიშველიძე, ზაზა გურიელიძე) გუნდი შენარჩუნებულიყო, თუმცა....
ამას რატომ ვწერ?!. დღეს, როცა ვახო ბედოშვილი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული, ჩვენთვის ერთდროულად სიამაყის განცდაცაა და სინანულისაც, სინანულის იმით, რომ გორდა, სადაც ვახოსთან ერთად ბევრი ნიჭიერი ბიჭი ირჯებოდა, ახალ საფეხურზე ვერ გადავიყვანეთ, ახალ სიმაღლეებს ვერ ვუწიეთ. დღესაც ამ სკოლაში Football School Gorda , ძალიან ნიჭიერი ბავშვები ვარჯიშობენ და ისინც აუცილებლად შეაღებენ ნაკრებისა და დიდი საფეხბურთო კლუბების კარებს, და ჩვენი ოცნებაც, გორდა რუსთავი ახალ სიმაღლეზე ვიხილოთ ამით ახდება, ამით ასრულდება. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ვახოს ამ წარმატებას, მისი ყველა საფეხბურთო ოცნების ასრულებას ვუსურვებთ და ჩვენ გვჯერა: კიდევაც დაიზდრებიან....
გულშემატკივარი შექმნის დღიდან...
#ერთადგამარჯვებისკენ