29/03/2026
📆24-28 მარტს ქალაქ თბილისში, "ნინო სალუქვაძის სახელობის სასროლეთში", საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრის დისტანციაზე ტყვიის სროლაში.
ტურნირში მონაწილეობდნენ: თბილისის, თელავის, ქუთაისის და ფოთის მსროლელთა სპორტული კლუბები.
შეჯიბრი ჩატარდა ინდივიდუალურ, შერეულ წყვილთა (MIX) და გუნდურ პირველობაში.
👉27 მარტს ინდივიდუალურ პირველობაში (კაცები; ჭაბუკები) მონაწილეობა მიიღეს ფოთის სპორტული სროლის სახეობათა კლუბის სპორტსმენებმა. მათი ნასროლი ქულები შემდეგნაერად დაჯამდა:
კაცები:
👤მაქაცარია გოგა - 525 ქულა
(84, 89, 86, 92, 85, 89)
👤 გულუა დავითი - 492 ქულა
(85, 82, 84, 85, 78, 78)
ჭაბუკები:
👤 გულუა ლუკა - 486 ქულა
(78, 83, 76, 81, 84, 84)
✅აღსანიშნავია, რომ ჭაბუკებში ლუკა გულუამ წინა ინდივიდუალური შეჯიბრის ნასროლი შედეგი (408 ქულა) 78 ქულით გააუმჯობესა.👏
🏆ჩემპიონატის საუკეთესო სამეული შემდეგნაერად გამოიყურება:
კაცები:
🥇იოანე ხვარეშია (ქუთაისი) - 573 ქულა
(95, 96, 98, 95, 95, 94)
🥈შოთა სუმბაძე (თელავი) - 569 ქულა
(96, 93, 90, 97, 96, 97)
🥉შოთა გირგვლიანი (ქუთაისი) - 566 ქულა
(93, 92, 93, 95, 96, 97)
ჭაბუკები:
🥇დათა ირემაძე (კ.ნ.ს.) - 563 ქულა
(92, 94, 91, 96, 94, 96)
🥈 გიორგი აბრამიშვილი (კ.ნ.ს.)- 547 ქულა (93, 90, 95, 88, 91, 90)
🥉სანდრო ხოსიტაშვილი (კ.ნ.ს.) - 546 ქულა (89, 88, 92, 91, 93, 93).