09/07/2026
როგორ სწავლობს ბავშვი სამყაროს? 🌲👣
არა ეკრანებით, არა პლასტმასის ხმაურიანი სათამაშოებით, არამედ შეხებით, ტექსტურებით, ფერებითა და სურნელით, რომელსაც მხოლოდ ხელუხლებელი ბუნება გვჩუქნის.
სწორედ ამიტომ, ჩვენს „ეკო-ბილიკში“ განსაკუთრებული აქცენტი გადავწყვიტეთ საბავშვო ეკო-სივრცის მოწყობაზე გავაკეთოთ. ეს არ იქნება ჩვეულებრივი სათამაშო მოედანი. ეს იქნება ნამდვილი აღმოჩენების სამყარო მთებსა და უღრან ტყეს შორის! 👶💚
აი, რა დახვდებათ პატარა მკვლევრებს ჩვენთან:
🪵 მონტესორის ეკო-ატრაქციონი: სათამაშო კუთხეები და ინვენტარი დამზადებულია ნატურალური, ეკოლოგიურად მასალებისგან. აქ ბავშვები თავად არიან თამაშის სცენარისტები, რაც მათ დამოუკიდებლობასა და შემოქმედებით აზროვნებას ავითარებს.
👣 სენსორული ბილიკი: სპეციალურად მოწყობილი საფეხმავლო ზონა სხვადასხვა ბუნებრივი ტექსტურით (ხის ქერქი, კენჭები, გირჩები, ქვიშა). ფეხშიშველი სიარული არა მხოლოდ ამკვრივებს ბავშვის ტერფს, არამედ პირდაპირ კავშირშია ნერვული სისტემისა და აღქმის განვითარებასთან.
ეს არის უსაფრთხო, შემოღობილი და ბავშვებზე სრულად ადაპტირებული სივრცე, სადაც მშობლებს შეუძლიათ ჩაერთნონ თამაში ან მშვიდად მიირთვან ყავა ჰამაკში. ასვე ჩვენს Co-working კუთხეში ყოდნა, სანამ მათი შვილები უსაფრთხოდ იკვლევენ სამყაროს ჩვენს მწვანე გარემოში. 🌾🌊
ჩვენ გვჯერა, რომ ბუნება საუკეთესო მასწავლებელია!
#ეკობილიკი #ბავშვთაგანვითარება #რაჭა #ეკოსივრცე #მონტესორიტყეში #ეკოტურიზმი #საოჯახოჰაბი