09/08/2026
👉 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი ცენტრისთვის!
🔹 მოხარული ვართ, რომ ჩვენს მხარდამჭერთა ოჯახს კიდევ ერთი კომპანია შეუერთდა — სარემონტო-სამშენებლო კომპანია „შეიპი“, რომელიც აჭარისა და გურიის მასშტაბით ოპერირებს.💙
🔹 კომპანია „შეიპი“ ჩვენი ცენტრის აღსაზრდელებისთვის უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო ბურთებს შეიძენს, რაც ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, ივარჯიშონ ხარისხიანი და თანამედროვე ინვენტარით. ⚽
🔹 ჩვენთვის ეს მხოლოდ ბურთები არ არის — ეს არის მხარდაჭერა, ნდობა და ინვესტიცია ბავშვების მომავალში.🙏💙
🔹 დღეს, როდესაც ბავშვთა ფეხბურთში ბიზნესის მხარდაჭერა ჯერ კიდევ არც ისე დიდია, განსაკუთრებით დასაფასებელია ისეთი კომპანიებისა და ადამიანების არსებობა, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული მომავალი თაობის განვითარებითა და ქართული ფეხბურთის წინსვლით.⚽🇬🇪
🔹 დიდი მადლობა კომპანია „შეიპს“ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც ჩვენი ბავშვების განვითარებაში შეაქვს.🙏
🔹 თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი შემართებით გავაგრძელოთ ჩვენი მთავარი საქმე — ბავშვების საფეხბურთო განათლება, განვითარება და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნა.🧠
🔹 ჩვენი ცენტრი ღიაა ყველა იმ ბიზნესისა და კომპანიისთვის, ვისაც სჯერა, რომ ბავშვებში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე ღირებული ინვესტიციაა.🤝
🔹 ერთად შევქმნათ მეტი შესაძლებლობა, მეტი წარმატება და უკეთესი მომავალი ქართული ფეხბურთისთვის! ⚽🇬🇪
🔹 დიდი მადლობა კომპანია „შეიპს“ მხარდაჭერისთვის!🙏💙
#ფეხბურთისგანათლება