Rugby Club Kaspi

Rugby Club Kaspi რაგბის კლუბი "კასპის" ოფიციალური გვერდი/ Rugby Club "Kaspi" Official Page.

06/09/2026

რაგბის კლუბი კასპი

🔹ვემზადებით რეგიონული ჩემპიონატის სეზონის დაწყებისთვის.
🤝ვისაც რაგბის თამაშის სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით.
⁉️ტურნირის ზუსტი განრიგი უახლოეს დღეებში გვეცოდინება.
📋მანამდე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩვენს გუნდში და ერთად გავაგრძელოთ მზადება.🏉

ახალი გამოწვევა — ახალი მიზანი! 🏉🇬🇪საქართველოს რაგბის ჩემპიონატის კაცთა ლიგაში — რეგიონულ ლიგაში — წელს ჩვენი გუნდი იასპ...
26/08/2026

ახალი გამოწვევა — ახალი მიზანი! 🏉🇬🇪
საქართველოს რაგბის ჩემპიონატის კაცთა ლიგაში — რეგიონულ ლიგაში — წელს ჩვენი გუნდი იასპარეზებს.

ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად ჩავრთოთ ადგილობრივი ახალგაზრდობა და ზოგადად ყველა ის ადამიანი, ვისაც რაგბის თამაში, სწავლა და განვითარება სურს.
🔹გვინდა, კასპში შევქმნათ გუნდი, სადაც მონდომება, შრომა და გუნდურობა იქნება მთავარი.
სეზონი სექტემბრის ბოლოს იწყება და გვინდა, ამ გამოწვევას მაქსიმალური შემართებითა და მომზადებით შევხვდეთ. 💪🏉
🏟️ამ ეტაპზე ვარკვევთ სავარჯიშო ლოკაციას და ველოდებით შესაძლებლობას, კასპის ტერიტორიაზე გამოგვიყონ მოსახერხებელი მოედანი ვარჯიშებისთვის. როგორც კი სავარჯიშო მოედნის საკითხი მოგვარდება, სრულფასოვან ვარჯიშებს დაუყოვნებლივ დავიწყებთ.
🏈მანამდე კი, ვინც ჩვენი რეგიონიდან ხართ და ამ ეტაპზე თბილისში იმყოფებით, ვარჯიშის შესაძლებლობა თქვენც გაქვთ. ჩვენი მეგობარი გუნდის — „არაგველების“ — გვერდში დგომით, შეძლებთ მათთან ერთად ივარჯიშოთ და თამაშებზეც შემოგვიერთდეთ. 🤝🏉
❤️‍🔥ასევე, უკვე შეგვიძლია მსურველების მიღება კაცთა გუნდის განაცხადში.
თუ გსურთ ჩვენს გუნდში თამაში, გაქვთ გამოცდილება ან უბრალოდ დიდი სურვილი გაქვთ, ისწავლოთ და განვითარდეთ რაგბში — დაგვიკავშირდით და შემოგვიერთდით! 🏉🔥
🤝ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ჩვენს გუნდს გვერდში დაუდგეთ. ამ ეტაპზე გვჭირდება სათამაშო ფორმები, სავარჯიშო ინვენტარი და სხვა საჭირო აღჭურვილობა.
და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — როგორც კი სავარჯიშო მოედნის საკითხი მოგვარდება, დავიწყებთ პატარა ასაკის ბავშვების მიღებასაც, რათა კასპში რაგბის განვითარებას საფუძველი რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან ჩავუყაროთ. 👦🏉
🇬🇪ეს მხოლოდ გუნდის შექმნა არ არის — ჩვენი სურვილია, კასპში რაგბის ახალი ეტაპი დავიწყოთ.
მთავარია სურვილი, მონდომება და შრომა. დანარჩენს ერთად გავაკეთებთ! 💪🔥
📞 მსურველებმა დაგვიკავშირდით: [592-505-388]
#კასპი #რაგბი #არაგველები #რეგიონულილიგა #რაგბისგანვითარება #ერთადძლიერები

24/08/2026

🇬🇪ძალიან მაგარი სიახლე გვაქვს! 🏉
სახელოვანი მორაგბე, ბორჯღალოსანი, 7 კაცა ნაკრების კაპიტანი, საქართველოს ჩემპიონატის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მექულე და ჩვენი გუნდის მწვრთნელი — მამუკა ნინიძე — წელს „არაგველებს“ არა მხოლოდ მოედნის გარედან, არამედ უშუალოდ მოედანზეც გააძლიერებს! 💪
🔹მამუკა ჩვენთვის მხოლოდ დიდი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მქონე მოთამაშე არ არის, ის არის უმაგრესი ადამიანი, ლიდერი და მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის.
მის გვერდით თამაში და მისგან გამოცდილების მიღება ჩვენთვის უდიდესი მოტივაცია და დამატებითი სტიმულია.
წინ დიდი მიზნები, ბევრი შრომა და ბრძოლაა!

შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ჯანსაღი გარემო 🫶

Address

Kaspi, Qvemo Gomi
Kaspi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Rugby Club Kaspi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share