დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლა დედოფლისწყაროში

  • Home
  • Georgia
  • Dedoplistskaro
  • დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლა დედოფლისწყაროში

დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლა დედოფლისწყაროში Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლა დედოფლისწყაროში, Sports Team, Dedoplistskaro.

⚽ ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვა ჩვენი საფეხბურთო სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორე...
24/06/2026

⚽ ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვა ჩვენი საფეხბურთო სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა თბილისის „დინამოს“ აკადემიასთან, რომელიც უკვე მეორე წელია გრძელდება.

📅 23 ივნისი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი დღე აღმოჩნდა ჩვენი 2016-2017 წლებში დაბადებული აღსაზრდელებისთვის. მათ თბილისის „დინამოს“ აკადემიის ბაზაზე მეგობრული მატჩი გამართეს თანატოლებთან, რაც მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და სასარგებლო პრაქტიკა იყო.

🏟️ მატჩის დასრულების შემდეგ ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისის „დინამოს“ აკადემიის ბაზა და ახლოდან გაეცნენ იმ გარემოს, სადაც ყოველდღიურად ვარჯიშობენ და ვითარდებიან მომავალი ფეხბურთელები.

🔥 დღე კიდევ უფრო საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა, რადგან დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრას, სადაც თბილისის „დინამომ“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა ბათუმის „დინამო“.

💙 მსგავსი გამოცდილება ჩვენი აღსაზრდელებისთვის უმნიშვნელოვანესია როგორც სპორტული განვითარების, ისე მოტივაციისა და მომავალი წარმატებებისათვის.

🙏 გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ თბილისის „დინამოს“ აკადემიას თბილი მასპინძლობისა და ჩვენი ბავშვებისთვის ამ მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებისთვის.

🤝 ასევე, მადლობას ვუხდით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.

🏆 სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა – ისტორიული შედეგით!დასრულდა კახეთის ჩემპიონატის პირველი ნახევარი და სიამაყით შეგვიძ...
17/06/2026

🏆 სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა – ისტორიული შედეგით!

დასრულდა კახეთის ჩემპიონატის პირველი ნახევარი და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედოფლისწყაროს დინამოს საფეხბურთო სკოლის U9-U10 გუნდმა სადებიუტო სეზონი დაუმარცხებლად ჩაატარა!

ამ პატარა ფეხბურთელებმა შეძლეს ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია – კახეთის ჩემპიონატის 13 შეხვედრიდან მოიპოვეს 12 გამარჯვება და მხოლოდ ერთხელ დაასრულეს მატჩი ფრედ.

წარმატებული გამოდგა დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლების ფესტივალიც, სადაც ჩვენმა გუნდმა 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები.

მესამე, დასკვნითი წრე სექტემბრიდან განახლდება, თუმცა მანამდე გუნდი დამსახურებულად ლიდერთა შორის იმყოფება და ახალი გამოწვევებისთვის მზადებას განაგრძობს.

სეზონის პირველი ნახევრის ბოლო შეხვედრაში დედოფლისწყაროს დინამომ ანგარიშით 4:2 დაამარცხა ახმეტის გუნდი და დაუმარცხებელი სერია კიდევ უფრო გააგრძელა.

ვულოცავთ ჩვენს ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და მშობლებს ამ გამორჩეულ შედეგს. თქვენი შრომა, ერთგულება და სიყვარული ფეხბურთის მიმართ ყოველდღიურად იძლევა შედეგს.

💙🤍 წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!

📸 Spartak Shanshiashvili მადლობა შესანიშნავი კადრებისთვის 🙌

#დინამოდედოფლისწყარო #დინამოსაფეხბურთოსკოლა #კახეთისჩემპიონატი #დაუმარცხებლები #მომავალიჩემპიონები

09/06/2026

თელავი (ლურჯი) 0️⃣-2️⃣ დედოფლისწყარო

⚽️🎥 მატჩის გოლები

💙🤍👏

🏆 დაუმარცხებელთა დაპირისპირება ჩვენი გამარჯვებით დასრულდა! 💙⚽️2016 წელს დაბადებულთა შორის კახეთის ჩემპიონატის მე-11 ტური...
07/06/2026

🏆 დაუმარცხებელთა დაპირისპირება ჩვენი გამარჯვებით დასრულდა! 💙⚽️

2016 წელს დაბადებულთა შორის კახეთის ჩემპიონატის მე-11 ტური ქალაქ ყვარელში გაიმართა, სადაც დედოფლისწყაროს „დინამოს“ საფეხბურთო სკოლა ჩემპიონატის უშუალო კონკურენტს — თელავი (ლურჯი) დაუპირისპირდა, რომელიც ასევე დაუმარცხებლად ასპარეზობდა.

დაძაბულ, სანახაობრივ და უკომპრომისო მატჩში ჩვენმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, მეორე წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე. 💙⚽️

გოლის ავტორები:
⚽️ ცოტნე მარტყოფლიშვილი
⚽️ ნიკოლოზ სიფრაშვილი

📅 ჩვენი მომდევნო შეხვედრა 14 ივნისს, ახმეტის წინააღმდეგ გაიმართება, რის შემდეგაც მეორე წრე დასრულდება, ხოლო ჩემპიონატის მესამე წრე სექტემბერში განახლდება.

👏 მადლობა ჩვენს ერთგულ ქომაგებს, რომლებიც ყოველ მატჩზე გვერდში უდგანან გუნდს და თავიანთი მხარდაჭერით დამატებით ძალას მატებენ ჩვენს ფეხბურთელებს. 💙⚽️

#დინამოდედოფლისწყარო #კახეთისჩემპიონატი #2016წლიანები #ფეხბურთი #გამარჯვება 💙🏆⚽️

💪⚽️ მნიშვნელოვანი გამარჯვება თელავში!ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული 3 ქულა მოვიპოვეთ! 👏🔥ვამაყობთ ჩვენი გუნდით...
01/06/2026

💪⚽️ მნიშვნელოვანი გამარჯვება თელავში!
ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული 3 ქულა მოვიპოვეთ! 👏🔥

ვამაყობთ ჩვენი გუნდით! 💙🧡

29/05/2026

⚽️ დაპირისპირება ჩვენი გამარჯვებით დასრულდა!

თელავი თ. 1️⃣-2️⃣ დედოფლისწყარო 💪🔥

გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 👏
გთავაზობთ მატჩის გოლებს 🎥⚽️

#დედოფლისწყარო #ფეხბურთი #გამარჯვება

24/05/2026

⚽️ კახეთის ჩემპიონატის მერვე ტურში
დედოფლისწყაროს დინამოს საფეხბურთო სკოლამ ანგარიშით 2:1 დაამარცხა თელავის გუნდი! 💙

🔥 დედოფლისწყაროს გუნდი დაუმარცხებლად აგრძელებს სვლას!

გოლების ავტორი: ნიკოლოზ ბლიაძე — დუბლი ✌️⚽️⚽️

👏 წარმატებები გუნდს შემდეგ შეხვედრებში!

⚽️💙 16 მაისს დედოფლისწყარომ დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლების ფესტივალს უმასპინძლა 💙⚽️მოგეხსენებათ, რომ 16 მაისს გაიმა...
17/05/2026

⚽️💙 16 მაისს დედოფლისწყარომ დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლების ფესტივალს უმასპინძლა 💙⚽️

მოგეხსენებათ, რომ 16 მაისს გაიმართა დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლების ფესტივალი 2016-2017 წლებში დაბადებულ ბავშვებს შორის.

„საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის და აკადემიის სახელით, დედოფლისწყაროს ფილიალს ეწოდება დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის ოფიციალური ფილიალი“ — ამ სიტყვებით გახსნა ფესტივალი ბატონმა გია ისიანმა და ჩვენს მწვრთნელებს დინამოს დროშა გადასცა 💙

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ძალიან კარგ გარემოში ჩატარდა როგორც მოედანზე, ასევე ტრიბუნებზე. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ჩვენი გულშემატკივრები გულმხურვალედ ამხნევებდნენ პატარა ფეხბურთელებს 👏
წვიმამ ხელი ვერ შეუშალა ჩვენს მოცეკვავეებსაც, რომლებმაც ფესტივალი შესანიშნავად გახსნეს. ჩვენი სკოლის სახელით დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც ამ დღეში თავისი წვლილი შეიტანა ❤️

რაც შეეხება უშუალოდ ფესტივალს — დინამო თბილისის საფეხბურთო ფესტივალი არ ტარდება საშეჯიბრო პრინციპით და მისი მთავარი მიზანი გამარჯვებულების გამოვლენა არ არის. ფესტივალი ემსახურება მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სწორი მეთოდოლოგიისა და სავარჯიშო პროცესის განვითარებას, ასევე რეგიონებში ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენასა და მათ სწორ განვითარებას ⚽️

მიუხედავად ამისა, სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის U9-U10 გუნდმა ოთხივე ჩატარებულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა 💪🏆
ეს შედეგი არის პირველ რიგში ბავშვების შრომის, ასევე დინამოს აკადემიის ხელმძღვანელობის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისა და ჩვენი მწვრთნელების დიდი ძალისხმევის შედეგი, რისთვისაც თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდით 💙

#დინამოთბილისი #დინამოსკოლა #დედოფლისწყარო #ფეხბურთი

Address

Dedoplistskaro

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლა დედოფლისწყაროში posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category