საფეხბურთო ერთობა მესხეთი / fcmeskheti

  • Home
  • Georgia
  • Akhaltsikhe
  • საფეხბურთო ერთობა მესხეთი / fcmeskheti

საფეხბურთო ერთობა მესხეთი / fcmeskheti საფეხბურთო ერთობა, სადაც ყველას თანაბრად შეუძლია გაიზარდოს, განვითარდეს და გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები.

A football club where everyone has an equal opportunity to grow and thrive.

⚽️ ვაფართოებთ სამწვრთნელო გუნდს„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ აკომპლექტებს სამწვრთნელო გუნდს და აცხადებს ვაკანსიას ფეხბურთი...
17/09/2026

⚽️ ვაფართოებთ სამწვრთნელო გუნდს

„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ აკომპლექტებს სამწვრთნელო გუნდს და აცხადებს ვაკანსიას ფეხბურთის მწვრთნელის პოზიციაზე.

პასუხისმგებლობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა ჩვენთან საქმიანობის საფუძველია.

თანამშრომლობისთვის ვიწვევთ მწვრთნელს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ხედვასა და ღირებულებებს და ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო, პოზიტიური და პროფესიული გარემოს შექმნას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ:

📧 [email protected]
📞 555 65 15 60

საფეხბურთო ერთობა მესხეთი 🧡⚽️

⚽️ ღია კარის თვე გრძელდება — შემოგვიერთდით!სექტემბერში „საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ აგრძელებს ახალი მონაწილეების მიღებას....
16/09/2026

⚽️ ღია კარის თვე გრძელდება — შემოგვიერთდით!

სექტემბერში „საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ აგრძელებს ახალი მონაწილეების მიღებას.
ბავშვებსა და მშობლებს შეუძლიათ, გაეცნონ ჩვენს გარემოს, მუშაობის პრინციპებსა და სავარჯიშო პროცესს.

🗓️ ვარჯიშები ყოველ შაბათსა და კვირას:

• 2021–2019 წწ. — 11:30–13:00
• 2018–2017 წწ. — 13:00–14:30
• 2016–2015 წწ. — 14:30–16:00
• 2014–2013 წწ. — 16:00–17:30
• 2012–2011 წწ. — 17:30–19:00

📍 ვარჯიშების ჩატარების ადგილი:
მისამართი: ქ. ახალციხის
№1 საჯარო სკოლა.

🌐 ონლაინ რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია:
fcmeskheti.com

📞 ტელეფონი: 555 65 15 60

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო საშუალებებით.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

ერთად — განვითარებისთვის.

საფეხბურთო ერთობა მესხეთი 🧡⚽️

🎉📚 გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ გულითადად ულოცავს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშ...
15/09/2026

🎉📚 გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ გულითადად ულოცავს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

განსაკუთრებით ვულოცავთ პირველკლასელებს, რომლებიც დღეს ამ მნიშვნელოვან გზაზე პირველ ნაბიჯს დგამენ.

გვჯერა, რომ განათლება და სპორტი ბავშვის განვითარებაში ერთმანეთს ავსებს — ისინი აძლიერებს პასუხისმგებლობას, დისციპლინას, მიზანდასახულობასა და გუნდურობას.

წარმატებულ და მშვიდობიან სასწავლო წელს ვუსურვებთ ახალციხისა და სრულიად საქართველოს ყველა მოსწავლესა და ახალგაზრდას!

საფეხბურთო ერთობა მესხეთი 📚🧡⚽️

12/09/2026

პირველი ვარჯიში — პირველი ნაბიჯი მოედანზე! ⚽️

დღეს „საფეხბურთო ერთობა მესხეთის“ პირველი სავარჯიშო დღე გაიმართა — დადებითი ემოციებით, დიდი ენერგიითა და ბავშვების განსაკუთრებული მონდომებით.

პირველი შეხვედრიდანვე ჩვენი ყურადღება მიმართული იყო ბავშვების გაცნობაზე, თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, თამაშის სიხარულსა და მიზანმიმართულ განვითარებაზე.
თითოეული ვარჯიში იქნება ახალი შესაძლებლობა — ვისწავლოთ, გავუმჯობესდეთ და ერთად გადავდგათ ნაბიჯები წინ.

მადლობა ბავშვებს მონდომებისა და გულწრფელი ემოციებისთვის, ხოლო მშობლებს — ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

დღეს სავარჯიშო პროცესი დაიწყო
— წინ საინტერესო და შრომით სავსე გზა გველოდება.

🤝 ერთად — განვითარებისთვის.

საფეხბურთო ერთობა მესხეთი 🧡⚽️

12/09/2026

დღეს ჩვენი პირველი სავარჯიშო დღეა!
⚽️🥳

„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“
სავარჯიშო პროცესს იწყებს
— პირველი ვარჯიში, პირველი შეხვედრა ბავშვებთან და ახალი ეტაპი, რომელსაც დიდი მოლოდინითა და მაღალი პასუხისმგებლობით ვიწყებთ.

ჩვენი მიზანია თითოეული ბავშვისთვის უსაფრთხო, პოზიტიური და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც მიზანმიმართული შრომა და თანმიმდევრული მოქმედება მათ წინსვლასა და შესაძლებლობების გამოვლენას შეუწყობს ხელს.

🤝 ერთად — განვითარებისთვის.

საფეხბურთო ერთობა მესხეთი 🧡⚽️

ხვალ ვხვდებით. 🧡⚽️12 სექტემბერს „საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ იწყებს პირველ ღია და სრულიად უფასო ვარჯიშებს სექტემბრის გაბმ...
10/09/2026

ხვალ ვხვდებით. 🧡⚽️

12 სექტემბერს „საფეხბურთო ერთობა მესხეთი“ იწყებს პირველ ღია და სრულიად უფასო ვარჯიშებს სექტემბრის გაბმავლობაში.

თუ ჯერ არ დაგირეგისტრირებიათ ბავშვი, რეგისტრაცია კვლავ ღიაა.

📍 ვარჯიშების ჩატარების ადგილი:
მისამართი: ქ. ახალციხის
№1 საჯარო სკოლა.

ასაკობრივი ჯგუფები და დრო:
⚽️ 2021–2019 — 11:30–13:00
⚽️ 2018–2017 — 13:00–14:30
⚽️ 2016–2015 — 14:30–16:00
⚽️ 2014–2013 — 16:00–17:30
⚽️ 2012–2011 — 17:30–19:00

ღია ვარჯიში არის შესაძლებლობა, ბავშვმა უშუალოდ გამოცადოს ჩვენი სავარჯიშო გარემო, ხოლო მშობელმა უფრო ახლოს გაიცნოს ჩვენი სამუშაო მიდგომა და განვითარების ხედვა.

🌐 რეგისტრაცია: fcmeskheti.com

ხვალ იწყება ჩვენი პირველი გაცნობა მოედანზე.
გელოდებით, რომ ეს პირველი ნაბიჯი ერთად გადავდგათ.

🤝 ერთად — განვითარებისთვის.
საფეხბურთო ერთობა მესხეთი 🧡⚽️

რას შეხვდებით ღია კარის ვარჯიშებზე? ჩვენთვის ვარჯიში მხოლოდ მოედანზე გატარებული დრო არ არის.ეს არის გაცნობა გარემოსთან, ...
10/09/2026

რას შეხვდებით ღია კარის ვარჯიშებზე?

ჩვენთვის ვარჯიში მხოლოდ მოედანზე გატარებული დრო არ არის.

ეს არის გაცნობა გარემოსთან, მწვრთნელებთან, სამუშაო პრინციპებთან და იმ განვითარების კულტურასთან, რომელზეც „საფეხბურთო ერთობა მესხეთის“ საქმიანობა შენდება.

ღია ვარჯიშზე ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა:

▪️ ჩაერთონ ასაკზე მორგებულ საფეხბურთო აქტივობებში;
▪️ გაიცნონ მწვრთნელები და სავარჯიშო გარემო;
▪️ უშუალოდ გამოცადონ ჩვენი სამუშაო მიდგომა და პროცესის დინამიკა;
▪️ მიიღონ პირველი დადებითი და უსაფრთხო გამოცდილება ახალ საფეხბურთო სივრცეში.

მშობლებისთვის კი ეს არის შესაძლებლობა, უფრო ახლოს გაეცნონ ჩვენს ხედვას, მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე და უკეთ გაიგონ, როგორ ვუყურებთ ბავშვის სპორტულ, პიროვნულ და ეტაპობრივ განვითარებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი ეფუძნებოდეს არა მხოლოდ პირველ შთაბეჭდილებას, არამედ გაცნობას, გამოცდილებასა და ნდობას.

გაიცანი გარემო.
გამოსცადე პროცესი.
იგრძენი მიდგომა.
და შემდეგ გააკეთე გაცნობიერებული არჩევანი.

——————————————————————————
დამატებითი ინფორმაცია
ღია ვარჯიშების შესახებ ⚽️

📍 ვარჯიშების ჩატარების ადგილი:
მისამართი: ქ. ახალციხის
№1 საჯარო სკოლა.

ასაკობრივი ჯგუფებისა და სავარჯიშო საათების დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ წინა პოსტში.

🌐 რეგისტრაცია: fcmeskheti.com
——————————————————————————

🤝 ერთად — განვითარებისთვის.

საფეხბურთო ერთობა მესხეთი 🧡⚽️

საფეხბურთო საჩუქარი ბავშვებს ⚽️🎁⚽️ღია კარის თვე „საფეხბურთო ერთობა მესხეთში“ სექტემბრის განმავლობაში „საფეხბურთო ერთობა ...
08/09/2026

საფეხბურთო საჩუქარი ბავშვებს ⚽️🎁⚽️

ღია კარის თვე
„საფეხბურთო ერთობა მესხეთში“

სექტემბრის განმავლობაში
„საფეხბურთო ერთობა მესხეთი“
მართავს ღია და სრულიად უფასო ვარჯიშებს 2021–2011 წლებში დაბადებული ყველა მსურველისთვის.

ეს არის შესაძლებლობა, ბავშვებმა უშუალოდ გამოცადონ ჩვენი სავარჯიშო გარემო, ხოლო მშობლებმა უკეთ გაიცნონ ჩვენი ხედვა, სამუშაო მიდგომები და განვითარების პრინციპები.

———————————————

ყოველ შაბათსა და კვირას:

🗓️ 12–13 სექტემბერი
🗓️ 19–20 სექტემბერი
🗓️ 26–27 სექტემბერი

ასაკობრივი ჯგუფები და დრო:

⚽️ 2021–2019 — 11:30–13:00
⚽️ 2018–2017 — 13:00–14:30
⚽️ 2016–2015 — 14:30–16:00
⚽️ 2014–2013 — 16:00–17:30
⚽️ 2012–2011 — 17:30–19:00

———————————————

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისა და ოჯახის გადაწყვეტილება საფეხბურთო გარემოს არჩევისას იყოს არა შემთხვევითი, არამედ გაცნობიერებული, ინფორმირებული და ნდობაზე დაფუძნებული.

ღია ვარჯიშების ფარგლებში ბავშვებსა და მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა:

▪️ უშუალოდ გაეცნონ ჩვენს სამუშაო გარემოსა და მიდგომებს;
▪️ გამოცადონ „საფეხბურთო ერთობა მესხეთის“ სავარჯიშო პროცესი;
▪️ გაიცნონ ჩვენი განვითარების ხედვა და პრინციპები;
▪️ მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე;
▪️ და ამის შემდეგ უფრო გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება ბავშვის შემდგომი საფეხბურთო განვითარების შესახებ.

ჩვენთვის არჩევანი იწყება ნდობით
— ნდობა კი იწყება გაცნობით.

ამასთანავე, 2008–2010 წლებში დაბადებული ფეხბურთელებისთვისაც ვტოვებთ ღია შესაძლებლობას.
მზად ვართ გავეცნოთ თითოეული მათგანის მიზნებსა და საჭიროებებს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი მათ შემდგომ განვითარებას.

რეგისტრაცია:
🌐 fcmeskheti.com

ღია ვარჯიშებში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ შესაბამისი განაცხადი ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში როგორც ელექტრონულ ფოსტაზე,
ასევე ვებ-გვერდძე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.

მოდი, გაიცანი გარემო.
გამოცადე პროცესი.
იგრძენი მიდგომა.
და შემდეგ გააკეთე შენი არჩევანი.

🤝 ერთად — განვითარებისთვის.
საფეხბურთო ერთობა მესხეთი 🧡⚽️

Address

Akhaltsikhe

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საფეხბურთო ერთობა მესხეთი / fcmeskheti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category