საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია Georgian Taekwondo Federation

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია Georgian Taekwondo  Federation Georgian Taekwondo national Federation

მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დროს, საქართველოსა ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე თოდუა, ვ...
15/05/2026

მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დროს, საქართველოსა ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე თოდუა, ვიცე-პრეზიდენტები: ლევან ფიოლია და გიორგი ჯინჭველეიშვილი, ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს - ბატონ ჩუსა და ვიცე-პრეზიდენტს ინსეონ კიმს შეხვდნენ

ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაციამ, შეხვედრები გამართა: ლიტვის, უკრაინის, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების პირველ პირებთან

🇬🇪🤝🇪🇸  საქართველოსა ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციასა და ესპანეთის სამეფო ტაეკვონდოს ფედერაციებს შორის, ურთიერთთანამშრომლობ...
15/05/2026

🇬🇪🤝🇪🇸 საქართველოსა ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციასა და ესპანეთის სამეფო ტაეკვონდოს ფედერაციებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა

​საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა საერთაშორისო ასპარეზზე

​მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დროს, ორი ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტები: ალექსანდრე თოდუა და ხესუს კასტელანოს პუბელასი ერთმანეთს შეხვდნენ.

ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

​მემორანდუმის ფარგლებში განხორციელევა:
• ​ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები: ქართველი და ესპანელი ტაეკვონდოისტები გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ.

• ​გამოცდილების გაცვლა: მწვრთნელებისა და მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლება ორმხრივი პროგრამებით.

• ​სტრატეგიული პარტნიორობა: ტაეკვონდოს განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელება.
​ესპანეთი ტაეკვონდოს სამყაროში ერთ-ერთი წამყვანი და ძლიერი ქვეყანაა, მათთან მჭიდრო პარტნიორობა, ჩვენს სპორტსმენებს ახალ ასპარეზს და დიდ გამოცდილებას შესძენს

🇬🇪 საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, მემორანდუმის მომზადებაში და მხარეებს შორის მოლაპარაკებებში ჩართულობისათვის, მადლობას უხდის საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრს - ლევან ფიოლიას.

🇬🇪🥈 ზურაბ კინწურაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი 🇬🇪 საქართველო ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, მადლობას უხდის...
14/05/2026

🇬🇪🥈 ზურაბ კინწურაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი

🇬🇪 საქართველო ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, მადლობას უხდის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს იოსებ ოსიძეს და ზურაბის პირად მწვრთნელს თემურ ღლონტს გაწეული შრომისათვის

🇬🇪 საქართველოს ნაკრები, ტურნირზე, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.

🇬🇪 ზურაბ კინწურაშვილი,  ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია🎉🇬🇪 ნახევარფინალური ორთაბრძოლები თბილისის დროით 18:00 საათზე ...
14/05/2026

🇬🇪 ზურაბ კინწურაშვილი, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია🎉

🇬🇪 ნახევარფინალური ორთაბრძოლები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება
🇬🇪 ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - იოსებ ოსიძე

🇬🇪 ტურნირის პირდაპირი რეპორტაჟს eurovisionsport ანხორციელებს
https://eurovisionsport.com/en/mediacard/combat/EVS_260511_20260511ETUMunich_2_event

🇬🇪 საქართველოს ნაკრები, ტურნირზე, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.

🇬🇪 საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია წარმატებას უსურვებს ჩვენს სპორტსმენებს.

🇬🇪 მიუნხენში,  ევროპის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი გრძელდება 🇬🇪 დღეს  საქართველოს ნაკრების ორი სპორტსმენი იასპარეზებს:🇬...
14/05/2026

🇬🇪 მიუნხენში, ევროპის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი გრძელდება
🇬🇪 დღეს საქართველოს ნაკრების ორი სპორტსმენი იასპარეზებს:
🇬🇪 ვიტალი გელაძის ( -54 კგ) მეტოქე ნეიტრალური დროშის ქვეში მოასპარეზე ჰამი მუჰამედი იქნება - 209-ე ბრძოლა
🇬🇪 ზურაბ კინწურაშვილი ( -74 კგ), რომელიც ტუნრირის პირველ ნომრადაა განთესილი, პირველ წრეში ისვენებს, მეორე წრეში მისი მეტოქე ბერძენ - თემისთოკლის ცოლასს და ფრანგ - სულეიმან ალაფს შორის გამარჯვებულს შეხვდება ( 316-ე ბრძოლა)
🇬🇪 ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - იოსებ ოსიძე
🇬🇪 ტურნირის პირდაპირი რეპორტაჟს eurovisionsport ანხორციელებს

https://eurovisionsport.com/en/mediacard/combat/EVS_260511_20260511ETUMunich_2_event

🇬🇪 ტურნირი სტარტს, თბილისი დროით 09:00 საათზე აიღებს

🇬🇪 საქართველოს ნაკრები, ტურნირზე, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.

🇬🇪 საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია წარმატებას უსურვებს ჩვენს სპორტსმენებს.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია ულოცავს ანა ჯაფარიძეს ევროპის ჩემპიონობას
12/05/2026

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია ულოცავს ანა ჯაფარიძეს ევროპის ჩემპიონობას

პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე (-52 კგ) ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი,  ვლადიმერ გოგალაძე ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციის მედია კო...
11/05/2026

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, ვლადიმერ გოგალაძე ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციის მედია კომიტეტის წევრად აირჩიეს.

ვლადიმერ გოგალაძე ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციაში 2018 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა პერიოდში ის შემდეგ საქმიანობებს უძღვებოდა:
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
- ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერი.
2021 წლიდან გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს.

მისი არჩევა ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციის მედია კომიტეტში საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია ულოცავს ვლადიმერ გოგალაძეს ახალ პოზიციას და ნაყოფიერ, წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

🇬🇪 დღეს, მიუნხენში,  ევროპის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი იწყება🇬🇪 დღესვე, საქართველოს ნაკრების ორი სპორტსმენი იასპარეზე...
11/05/2026

🇬🇪 დღეს, მიუნხენში, ევროპის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი იწყება

🇬🇪 დღესვე, საქართველოს ნაკრების ორი სპორტსმენი იასპარეზებს:

🇬🇪 ბექა ქავთარაძის ( -68 კგ) მეტოქე დანიელი ტობიას ჰაიტელი იქნება

🇬🇪 ილია მაცაბერიძე ( +87 კგ) მეტოქე ისრაელის ნაკრების წევრი - ილია რუდერმანი იქნება

🇬🇪 ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - იოსებ ოსიძე

🇬🇪 ტურნირის პირდაპირი რეპორტაჟს eurovisionsport ანხორციელებს

https://eurovisionsport.com/en/mediacard/combat/EVS_260511_20260511ETUMunich_2_event

🇬🇪 ტურნირი სტარტს, თბილისი დროით 09:00 საათზე აიღებს

🇬🇪 საქართველოს ნაკრები, ტურნირზე, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.

🇬🇪 საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია წარმატებას უსურვებს ჩვენს სპორტსმენებს.

✅ საქართველოსა და სომხეთის ტაეკვონდოს ფედერაციებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა.✅  მეომარნდუმს ხელი...
04/05/2026

✅ საქართველოსა და სომხეთის ტაეკვონდოს ფედერაციებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

✅ მეომარნდუმს ხელი, ორი ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტებმა მოაწერეს.

✅ წინამდებარე მემორანდუმი ადგენს თანამშრომლობის ჩარჩოს საქართველოსა და სომხეთის ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციებს შორის, შემდეგი პუნქტების საფუძველზე:

✅ ერთობლივი სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები:

მხარეები თანხმდებიან ორივე ქვეყნის ნაკრები გუნდებისა და კლუბების სპორტსმენების ორგანიზებულ ჩამოყვანაზე ერთობლივ შეკრებებზე. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, სპარინგ-პარტნიორების მრავალფეროვნებას და ფიზიკური მომზადების დონის ამაღლებას.

✅ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მხარდაჭერა:

ფედერაციები იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ სპორტსმენების მონაწილეობას იმ საერთაშორისო ტურნირებში, რომლებიც იმართება საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე, შეღავათიანი პირობებისა და ლოჯისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფით.

✅ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება:

ერთობლივი სემინარებისა და მასტერკლასების ორგანიზება, სადაც ორივე ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები გაუზიარებენ ერთმანეთს თანამედროვე წვრთნის მეთოდოლოგიებსა და ტაქტიკურ სიახლეებს.

✅ მსაჯთა გაცვლითი პროგრამები:

მხარეები ითანამშრომლებენ მსაჯთა პროფესიული დონის ასამაღლებლად, რაც გულისხმობს მსაჯების მიწვევას შიდა სასწავლო კურსებსა და ეროვნულ ჩემპიონატებზე პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

✅ სამედიცინო და სარეაბილიტაციო გამოცდილების გაზიარება:

სპორტული მედიცინისა და ტრავმების პრევენციის სფეროში ინფორმაციის მიმოცვლა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სპორტსმენებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

✅ ინფორმაციული და ტექნოლოგიური თანამშრომლობა:

ტაეკვონდოს მართვის ციფრული სისტემების, რეიტინგების დაგროვებისა და ტურნირების ადმინისტრირების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაცვლა.

✅ ბავშვთა და ჭაბუკთა სპორტის პოპულარიზაცია:

ერთობლივი პროექტების შემუშავება, რომლებიც მიმართული იქნება ახალგაზრდა თაობაში ტაეკვონდოს პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ ორივე ქვეყანაში.

✅ ანტიდოპინგური პოლიტიკის კოორდინაცია:

მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას, ერთობლივად იბრძოლონ სუფთა სპორტისთვის და ითანამშრომლონ ანტიდოპინგური წესების შესახებ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ცნობიერების ამაღლებაში.

🇬🇪 ზურაბ კინწურაშვილი "spanish open 2026" -ის ჩემპიონია 🇬🇪 ზურამ ყველა მეტოქე, დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ოქროს ...
19/04/2026

🇬🇪 ზურაბ კინწურაშვილი "spanish open 2026" -ის ჩემპიონია

🇬🇪 ზურამ ყველა მეტოქე, დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ოქროს მედალიც ღირსეულად დაიმსახურა.

🇬🇪 საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციისა და გამგეობის სახელით, ვულოცავთ ზურას გამარჯვებას და სამომავლოდ, უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.

🇬🇪 საქართველო ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, მადლობას უხდის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს იოსებ ოსიძეს გაწეული შრომისათვის

🇬🇪 საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

Address

საქართველო
საქართველო

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია Georgian Taekwondo Federation posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია Georgian Taekwondo Federation:

Shortcuts

Share

Category