1.FC Georgia München

1.FC Georgia München ქართული საფეხბურთო გუნდი გერმანიაში

⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽სწორედ ამდენი გოლი გავუტანეთ DJK Fasangarten-ს!მატჩი ჩვენი სრული სათამაშო უპირატესობით დაიწყო და ასეც დასრულდა. უ...
06/09/2026

⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽
სწორედ ამდენი გოლი გავუტანეთ DJK Fasangarten-ს!
მატჩი ჩვენი სრული სათამაშო უპირატესობით დაიწყო და ასეც დასრულდა. უკეთეს სცენარზე ოცნებაც კი გაგვიჭირდებოდა: დომინაცია ანგარიშშიც ავსახეთ და მეტოქე 7:1 დავამარცხეთ.

⚽⚽ 10-ე და 38-ე წუთებზე ჩვენმა ერთადერთმა ლეგიონერმა, სერგიმ, დუბლი შეასრულა, პირველად როყვას იდეალურ გადაცემას გამოეხმაურა, ხოლო მეორედ როყვას მიერვე ჩაწოდებულ ჯარიმას მოჰყვა არეულობა მეტოქის საჯარიმოში.

⚽ ამ გოლებს შორის თავი გიორგი ჩილინგარაშვილმაც გამოიჩინა, რომელმაც ვიტალის პასის შემდეგ ინდივიდუალური ოსტატობით აუარა გვერდი მცველებს და ბურთი ბადეში მოათავსა.
პირველ ტაიმში გატანილი 3 გოლის შემდეგ ბიჭებმა ვიგრძენით, რომ ეს ჩვენი დღე იყო და მეორე ნახევარშიც მაღალი ინტენსივობა შევინარჩუნეთ.

⚽⚽ მალევე, სერგისთან ერთად მატჩის ალბათ საუკეთესო მოთამაშემ, გიორგი ფარჯიანმა, ზუსტად თავზე დაასვა ბურთი თოფურიას, რომელმაც ჰაერში ყველას აჯობა - 4:0! გიომ შემდეგი და ამავდროულად სადებიუტო გოლი აფხაზავასაც გაატანინა, როდესაც იდეალურად გახსნილი რეზო ფლანგური ჩაწოდებით მოამარაგა.

⚽ დიდი უსამართლობა იქნებოდა, ფარჯიანს მოედანი გოლის გარეშე რომ დაეტოვებინა: შესანიშნავი ცრუ მოძრაობები და 6:0.

⚽ ბოლოს კი ხარაძემაც თქვა თავისი სიტყვა - ბექამ შორეული დარტყმით აიღო მეტოქის კარი. მანამდე ერთი გოლი ჩვენც გავშვით და საბოლოო ანგარიში - 7:1 დაფიქსირდა.

გოლებისა და საგოლე პასების ავტორების გარდა, თექვსმეტივე ფეხბურთელმა გამორჩეულად ითამაშა: კაპიტანი ლომინაძე, ვეტერანები - დიმა და გიზო, დაუღალავი აკო, შეცვლაზე შესანიშნავად შემოსული ანრი, ხუჭუჭა და ზვიადი, ლუკა თავისი ელეგანტური თამაშით და თითქმის უსაქმოდ დარჩენილი მეკარე შოთა.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერაც დამატებით მოტივაციას გვმატებს. ასევე, დიდი მადლობა ვალერი გიორგაძეს გვერდში დგომისა და კარგი ადამიანობისთვის!

მადლობა მეტოქეს, რომელიც ანგარიშის მიუხედავად მატჩის ბოლომდე იცავდა სამართლიანი თამაშის პრინციპებს.

შემადგენლობა: ნემსიწვერიძე, აივაზიდისი, როყვა, ლომინაძე, ფარჯიანი, გვენეტაძე, თოფურია, პოლუეკტოვი, დავითაშვილი, ჩილინგარაშვილი, ხარაძე.

სათადარიგო: გიორგაძე, ფენერსკი, ნაჭყებია, მიქავა, გოგოლაძე, აფხაზავა.

კვირას, დილის 11 საათზე 1. FC Georgia München და DJK Fasangarten II ამჯერად ოფიციალურ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს...
05/09/2026

კვირას, დილის 11 საათზე 1. FC Georgia München და DJK Fasangarten II ამჯერად ოფიციალურ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ჩვენ საშინაო მოედანს სწორედ ფასანგართენთან ვიყოფთ. ასე რომ ნომინალური სტუმრები საკუთარ მოედანზე ითამაშებენ.

"ხოხბები" პირველი კლუბია ვინც ჩვენთან ოფიციალური ამხანაგური მატჩები გამართა. ორივე მათი გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ამჯერად ჩვენი გუნდი უფრო გაძლიერებული და შეთამაშებულია ამიტომ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ⚽

🏟️ Görzer Str. 193, 81549 München
🕔 11:00 საათი
📆 06.09.2026

04/09/2026

#საქართველო

SV K.Kermelikspor München II Vs 1. FC Georgia München ხვალ C Klasse-ს მეორე ტურის მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ მოწინაა...
29/08/2026

SV K.Kermelikspor München II Vs 1. FC Georgia München

ხვალ C Klasse-ს მეორე ტურის მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ მოწინააღმდეგე სამწუხაროდ არ გამოცხადდება... შედეგი? გარკვეული დროის შემდეგ გადაწყვეტს ბავარიის ფეხბურთის ფედერაცია მატჩის შედეგსა და ქერმელიქსფორის მიმართ ჯარიმის სახეობასა თუ ოდენობას.

შემდეგი მატჩები
📆 06.09.2026
🕛 11:00
🏟️ Görzer Str. 193, 81549 München
👕👕 1. FC Georgia München Vs DJK Fasangarten II

📆 19.09.2026
🕛 18:30
🏟️ Görzer Str. 193, 81549 München
👕👕 1. FC Georgia München Vs Putzbrunner SV II

📆 27.09.2026
🕛 15:30
🏟️ Paul-Wassermann-Straße 24, 81829 München
👕👕 SV Schwarz-Weiß 1931 München II Vs 1. FC Georgia München

⚽⚽⚽გამარჯვება⚽⚽⚽1. FC Georgia München 2:1 FC Biberg IIIპირველი მატჩი და პირველი გამარჯვება! დასაწყისიც ასეთი უნდა. ჩვენი...
23/08/2026

⚽⚽⚽გამარჯვება⚽⚽⚽

1. FC Georgia München 2:1 FC Biberg III

პირველი მატჩი და პირველი გამარჯვება! დასაწყისიც ასეთი უნდა.

ჩვენი ისტორიის პირველი გოლი ზურა როყვას ანგარიშზეა, მეორე კი ახალგაზრდა გიორგი ჩილინგარაშვილმა გაიტანა (ვიტალი თოფურიას პასით). ეს ყველაფერი პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში მეტოქემ 1 გოლის გატანა მოახერხა, ჩვენ კი რამდენიმე კარგი შანსი გავუშვით ხელიდან, მაგრამ 3 ქულა მაინც ჩვენ დაგვრჩა. ⚽⚽⚽

გუნდმა საერთო ჯამში კარგად ითამაშა და წარმატებული გამოდგა ახალი მწვრთნელის, გიორგი დავითაშვილის ოფიციალური დებიუტი. შემადგენლობიდან რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის გამორჩევა შეუძლებელია. შოთა, დიმა, ვალერი, ბექა, ყველა გიორგი, ლუკა, ანრი, ზვიადი, ალექსი გუნდისთვის პირველიდან ბოლო წუთამდე ბოლომდე იხარჯებოდნენ 💪🏻💪🏻👅

🔥 დღე, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით, ისტორია იწყება! 🔥ხვალ, 23 აგვისტოს, ზუსტად 12:00 საათზე, 1. FC Georgia München პირვ...
22/08/2026

🔥 დღე, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით, ისტორია იწყება! 🔥

ხვალ, 23 აგვისტოს, ზუსტად 12:00 საათზე, 1. FC Georgia München პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებს და თავისი დიდი ისტორიის წერას იწყებს! ⚽️🇬🇪

დიახ, ჩვენ გზას გერმანული საფეხბურთო იერარქიის ძირიდან ვიწყებთ, მაგრამ გრძელი, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე გზის გასავლელად ვემზადებით!

მიუხედავად საზაფხულო არდადეგებისა და შვებულებებისა, გუნდი 100%-ით მზადაა საბრძოლველად. ახლა კი ყველაზე მთავარი - თქვენი მხარდაჭერაა! 🔴⚪️

🏟️ Zwergerstraße 28, 85579 Neubiberg
🏆 Bayrischer Fußball Verband C Klasse
⚽ FC Biberg III Vs 1. FC Georgia München
🕛 მატჩის დასაწყისი 12 საათზე

🇬🇪🇩🇪 სრულიად ქართული საფეხბურთო გუნდი ბავარიის ჩემპიონატში იასპარეზებს!2026/27 წლების სეზონი ჩვენი გუნდისთვის ისტორიული ...
19/07/2026

🇬🇪🇩🇪 სრულიად ქართული საფეხბურთო გუნდი ბავარიის ჩემპიონატში იასპარეზებს!

2026/27 წლების სეზონი ჩვენი გუნდისთვის ისტორიული იქნება. პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჩვენი ბიჭები ბავარიის რანგით ყველაზე დაბალ ლიგაში (C-Klasse) იწყებენ ასპარეზობას.

მიუხედავად იმისა, რომ სტარტს ქვედა საფეხურიდან ვიღებთ, ამბიციები დიდი გვაქვს და იმედია, სეზონის ფინალში ცხრილი ანბანური სიზუსტით (ანუ პირველი ადგილით) დაგვირგვინდება. 😄

მატჩების კალენდარსა და ლოკაციებს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ. მიუნხენში მცხოვრები ქართული დიასპორის მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. გელოდებით სტადიონზე!

ჩვენი პირველი ოფიციალური ამხანაგური მატჩი და ტრადიციული სამახსოვრო ფოტო 🖤არც თუ ისე წარმატებული სამწვრთნელო დებიუტი ჰქონ...
07/07/2026

ჩვენი პირველი ოფიციალური ამხანაგური მატჩი და ტრადიციული სამახსოვრო ფოტო 🖤
არც თუ ისე წარმატებული სამწვრთნელო დებიუტი ჰქონდა გიორგი დავითაშვილს, თუმცა 7:2 დასრულებულ შეხვედრაში ორივე გოლი თავად გაიტანა! ⚽️⚽️

📊 მატჩის ანალიზი:
მოწინააღმდეგედ საკმაოდ ძლიერი, ახალგაზრდული და შეთამაშებული გუნდი გვყავდა, რომლებმაც 90 წუთის განმავლობაში ინტენსიური თამაშით შანსი არ დაგვიტოვეს. თუმცა, რადგან მომავალ სეზონში ჩვენს ლიგაში ასეთი ძლიერი მეტოქეები არ გვყავს, მომავალს მაინც პოზიტიურად და იმედიანად ვუყურებთ.

🤝 მატჩმა მშვიდ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ჩვენი და DJK Fasangarten-ის პარტნიორობის განმტკიცებას. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ჩვენს საშინაო მატჩებს სწორედ მათ მოედნებზე ვუმასპინძლებთ.

📸 ფოტოზე დგანან:
⬆️ ზედა რიგი (მარცხნიდან): გიორგი დავითაშვილი, ვიტალი თოფურია, აკაკი გვენეტაძე, ვალერი გიორგაძე, შოთა ნემსიწვერიძე, რატი ცაგარეიშვილი, ალექსანდრე ახობაძე, ლუკა არდაზიშვილი, ზურა როყვა.
⬇️ ქვედა რიგი: გიორგი გოგოლაძე, გიორგი ხაძიდისი, გელა ხომერიკი, ანრი ნაჭყებია, ბექა ხარაძე, ნიკა ვაშაძე, დიმა აივაზიდისი, ამერან მიქავა.

🕯️ მატჩის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ლევან ვაშაძის, კახა ლომინაძის, ანზორ აფხაზავასა და ბესო მამულაშვილის მარადიულ ხსოვნას 🖤

პირველი ოფიციალური ამხანაგური მატჩი კლუბის ისტორიაში! ⚽️დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრ...
05/07/2026

პირველი ოფიციალური ამხანაგური მატჩი კლუბის ისტორიაში! ⚽️
დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას „DJK Fasangarten“-ის წინააღმდეგ გამართავს.

ეს მატჩი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის — ის მიეძღვნება ჩვენი გუნდის ტრაგიკულად გარდაცვლილი წევრის, ახალგაზრდა ბესო მამულაშვილის ხსოვნას. 🖤

ბესო მუდამ დარჩება ჩვენს გულებში, როგორც გამორჩეულად პატიოსანი, კეთილი, სამაგალითო და სათნო ახალგაზრდა. ეს თამაში შენთვისაა, ბესო!

📍 მატჩის მისამართი:
Görzer Str. 193, 81549 München
გელოდებით ყველას, მხარდაჭერა ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. 🇬🇪⚽️

"When life gives you Lemons make a Limonade" 🍋 სამოყვარულო ლიგიდან ბავარიის ფეხბურთის ფედერაციის რიგებში გადავინაცვლეთ დ...
05/07/2026

"When life gives you Lemons make a Limonade" 🍋

სამოყვარულო ლიგიდან ბავარიის ფეხბურთის ფედერაციის რიგებში გადავინაცვლეთ და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ: გერმანიაში პირველად არსებობს დამოუკიდებელი ქართული საფეხბურთო კლუბი!

საფეხბურთო კლუბი „1. FC Georgia München“ (ერსთე ეფ ცე ჯორჯია მიუნჰენი) 2026/27 წლების სეზონიდან ასპარეზობას C-Klasse-ში იწყებს და მომავალს დიდი იმედით უყურებს. წინ დიდი, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე გზა გველოდება! ⚽️🇬🇪🇩🇪

Adresse

Görzer Str. 193
Munich
81549

Webseite

Benachrichtigungen

Lassen Sie sich von uns eine E-Mail senden und seien Sie der erste der Neuigkeiten und Aktionen von 1.FC Georgia München erfährt. Ihre E-Mail-Adresse wird nicht für andere Zwecke verwendet und Sie können sich jederzeit abmelden.

Service Kontaktieren

Nachricht an 1.FC Georgia München senden:

Verknüpfungen

Teilen

Kategorie